ოთარ შამუგია დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ ენერგოეფექტური ღუმელების ახლად გახსნილი საწარმო მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, შეღავათიანი აგროკრედიტის […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბელგოროდისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, სამი უპილოტო საფრენი აპარატი კი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ უწყებაში. რუსეთის ხელისუფლებამ ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა.

დღეიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება

დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანიის შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, სარეკლამო შეტყობინებებს მოქალაქეები, თანხმობის გარეშე აღარ მიიღებენ. სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა კანონის სხვა ნაწილიც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო […]

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რესტორან “სტუმარ და მასპინძელში” ჩხუბი გვიან ღამით იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში […]

მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა

ტაიბეიში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა. ისინი მოკლე პროგრამის შედეგად დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მათ დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ამერიკულ წყვილებს. მოკლე პროგრამებით იასპარეზეს ვაჟებმა. კონსტანტინე სუპატაშვილმა 32 ქვეყნის 41 სპორტსმენს შორის 63,99 ქულით ( მე-19 პოზიცია) მოიპოვა და 24 […]

ამ თვეში ევროპის ჩემპიონატზე გავალთ თუ?! – ფინალისა და კვარაცხელიას მოლოდინში…

“რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს, შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს… და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში, რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ…” (იოსიფ ბროდსკი) დადგა მარტი და საქართველოში უკვე ბევრს ფიქრობენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კიდევ ერთ შანსსა და თბილისში ჩასატარებელ, იმედია, ორ მატჩზე. ჯერ პლეი-ოფის ნახევარფინალზე გადავერთოთ, რომელზედაც დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, […]

“მის კლასში არაერთი ვარსკვლავი აღიზარდა“ – საქართველოს დამსახურებული პედაგოგი გარდაიცვალა

„საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი მუსიკოსი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ავრცელებს. „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა „საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი, „ნიჭიერთა ათწლედის“ კურსდამთავრებული, ყველასათვის ძვირფასი, საყვარელი, განსაკუთრებული პიროვნება და მუსიკოსი, ქალბატონი დოდო […]

ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც – ალექსანდრე გოგინავა

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად „ა“ გრიპის ორი სეროტიპი ცირკულირებს. თუმცა გრიპის ვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევები. მაღალი რჩება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. „ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა […]

+22 გრადუსი – როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

იმ სიგიჟეს, რის დანერგვასაც ცდილობენ ფსევდო ლიბერალები, ჩვენს ქვეყანაში განხორციელება არ უწერია, ამის გარანტი ჩემი მხარდაჭერილი ხელისუფლებაა

ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ იმ სიგიჟეს, რის დანერგვასაც ცდილობენ ფსევდო ლიბერალები, ჩვენს ქვეყანაში განხორციელება არ უწერია და ამის გარანტი ჩემი მხარდაჭერილი ხელისუფლებაა! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. „ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია! ყველას […]