ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც – ალექსანდრე გოგინავა

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად „ა“ გრიპის ორი სეროტიპი ცირკულირებს. თუმცა გრიპის ვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევები. მაღალი რჩება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც, ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
„ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა არის სხვა რესპირაციული ინფექციებით მომართვიანობაც, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევებიც ფიქსირდება. გრიპის ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მარტის პერიოდში გვქონდეს ნაკლები შემთხვევები. თუ აღინიშნება რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ა.შ. ასეთ დროს, უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება“, – განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?