ზაზა ლომინაძე ზურაბ აზარაშვილის გადადგომაზე – ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება რესპუბლიკურთან დაკავშირებულ საკითხებს – მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს

[ზურა აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება] არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება რესპუბლიკურთან დაკავშირებულ საკითხებს. არავითარი კავშირი და პარალელი აქ არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჯერჯერობით მისი მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის პირველი მოადგილე იქნება. „ბატონმა მინისტრმა […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ და იტყვიან, რომ ეს არის ცენზურა, რუსული მიდგომა, ეს არის ჩარევა და უფლებების დარღვევა

ვინმემ რამე რომ არ დაგვაბრალოს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ცენზურას ხომ არ გამოიწვევს, ხომ არ გამოიწვევს ადამიანის უფლებების სფეროში ჩარევას რაიმე უხეში ფორმით- არა, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ოქროს შუალედი მოვნახოთ, რომ უფლებების დაცვის კუთხით კიდევ უფრო გავძლიერდეთ, მაგრამ ამავე დროს, ამის პარალელურად და არა ამის ხარჯზე, უნდა შევძლოთ ჩვენი მომავალი თაობების დაცვა ამ […]
პატრიარქის შეურაცხყოფით სალომე ზურაბიშვილმა ჯერ არდაწყებული წინასაარჩევნო კამპანია სრული ფიასკოთი დაასრულა, ეს განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზეც კი უარესია

პატრიარქის შეურაცხყოფით სალომე ზურაბიშვილმა ჯერ არდაწყებული წინასაარჩევნო კამპანია სრული ფიასკოთი დაასრულა, ეს განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზეც კი უარესია “სალომე ზურაბიშვილმა ყელში დანა გამოუსვა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლის შემოკრებასაც მის ირგვლივ ცდილობდნენ უცხოელი ლობისტები“, -ასე გამოეხმაურა, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართული ეკლესიის მწემსმთავრის […]
ჩეხეთის პრემიერი – ევროპაში არავინ აპირებს ჯარების უკრაინაში გაგზავნას

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, ევროპაში არავინ აპირებს ჯარების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ პარიზში ორშაბათს გამართული სამიტის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარების გაგზავნის საკითხი მომავალში არ განიხილება. „ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ევროპაში არავინ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. არ არის საჭირო დრამატიზება და ხალხის შეშინება რაღაცებით, რაც არავის […]
პაატა მანჯგალაძე – ცდილობენ, ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ მთავრობა – „ოცნება“ იძახის, კარგი ღარიბაშვილის წასვლა უკეთესი კობახიძის მოსვლამ გადაგვატანინაო, მაგრამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი თამაშია

თანამდებობას ასე დატოვებენ ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის დროში გაწელილი პროცესი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება” ახლა ცდილობს, რომ მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ. „ასე დატოვებენ [თანამდებობას] ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, […]
განათლების სამინისტრო – უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ – შესაძლებელი იქნება, ცვლილება ეტაპობრივად სხვა პროგრამებსაც შეეხოს

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე, სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების […]
“ალბათ, ყავაზე იყო წასული” – Sky Sport-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე იხუმრა

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონში “პარტენოპეის” მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მარკეტიმ კომენტარი ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა. “ნაპოლისთვის” მიმდინარე სეზონში მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რადგან ამან კლუბს, შესაძლოა, საშუალება მისცეს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზოს. ოსიმენი შესანიშნავ ფორმაშია, მან ბოლო მატჩებში თავი გამოიჩინა. […]
სამეგრელოში ქარის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და კომპენსაციებისთვის 3 740 000 გამოიყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, 5-6 თებერვალს სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემისა და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში 3 740 000 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. “ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპლიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო. დაზიანებული სახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის […]
დღეს ოსმალთაგან წამებული მღვდელ-მონაზონის, ღირსმოწამე თევდორე აჭარელის ხსენების დღეა

წმიდა თევდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან. წმიდა თევდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, […]
ბრიტანეთში შოლცის სიტყვებს, რომ უკრაინისთვის გადაცემულ რაკეტებს მართავენ, კრიტიკა მოჰყვა

გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კიარნსმა გერმანიის კანცლერის სიტყვებს უწოდა “არასწორი, უპასუხისმგებლო და მოკავშირეების სახეში სილის გაწვნა”. გასულ დღეებში შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს […]