დაშორების გამო, ინტიმური ვიდეომასალა ქალის ოჯახის წევრს გაუგზავნა – 63 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 63 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ცნობით, მან ინტიმური შინაარსის მასალა ყოფილი მეგობარი ქალის ოჯახის წევრს გაუგზავნა. “1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას […]
დღეიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, ამოქმედდება ჯარიმები – გვანცა ჟორჟოლიანი

დღეიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ამ ცვლილებების თანახმად, წინასწარი თანხმობის გარეშე მობილური ოპერატორები და მათ შორის sms კონტრაქტორი კომპანიები მოქალაქეების მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ვეღარ გამოიყენებენ. ასევე, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას და კერძო კომპანიების ნაწილს, ეკისრება ვალდებულება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერიც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ, „რადიო კომერსანტის“ ეთერში, […]
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კონფერენციას -„საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ დაესწრებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები. კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის სპეციალისტები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკის […]
მიწის ნაკვეთი პაპაშვილი-ივანიშვილის მეზობლად – არშემდგარი აუქციონის შემდეგ აბასთუმანში საბავშვო ბაღი 1 მლნ-ით ნაკლებად იყიდება

დაბა აბასთუმანში, ასათიანის ასათიანის ქN2-ში მდებარე 6168 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საბავშვო ბაღის შენობასთან ერთად იყიდება. საწყისი ფასი 3 131 236 ლარია. საპრივატიზაციოდ წარმოდგენილ შენობა-ნაგებობაში განთვსებულია საბავშვო ბაღი, შემსყიდველი ვალდებულია მაისის ბოლომდე ხელი არ შეუშალოს საბავშვო ბაღის ფუნქციონირებას. აუქციონის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა არის სარემონტო და ამ პერიოდისთვის მასში განთავსებულია საბავშვო ბაღი. […]
ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.
მცხეთა-მთიანეთში ენერგოეფექტური საწარმო „ესკო-ესი“ გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ენერგოეფექტური ღუმელების ახლად გახსნილი საწარმო მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, […]
სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დღეიდან მხოლოდ ადრესატის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში. დღეიდან შეიზღუდება აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანია. ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული […]
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს”. – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, რესტორანთან ჩხუბის ფაქტზე შსს-მ 4 ადამიანი დააკავა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან შსს-მ ადმინისტრაციული წესით, ძალადობის მუხლით 4 ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გარე პერიმეტრზე გადაიზარდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
რუსეთი: გავანადგურეთ 4 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 4 უკრაინული დრონი გაანადგურა. მათივე ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ბელგოროდის ოლქის თავზე, ხოლო კიდევ სამი დრონი – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში. გარდა ამისა, რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, სცადეს თავდასხმა იაკოვ სვერდლოვის სახელობის ქარხანაზე ძერჟინსკში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა […]