რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა – ის საქართველოსაც შეეხება

რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა – ის საქართველოსაც შეეხება რუსეთი დღეიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს. აკრძალვა 6 თვე იმოქმედებს და ის საქართველოსაც შეეხება. შესაბამისი დადგენილებმა რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა. ვიცე-პრემიერმა მიშუსტინისთვის 21 თებერვალს მიწერილ წერილში ახსნა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის აუცილებლობა საგაზაფხულო საველე სამუშაოების გამო საწვავზე მოთხოვნის გაზრდით, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისა და […]
უნივერსიტეტებს შეეძლებათ, სამაგისტრო პროგრამები 1-წლიანი გახადონ – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ სამაგისტრო პროგრამები ერთწლიანი გახადონ, ამჟამინდელი ორწლიანის ნაცვლად. სამინისტროს ცნობით: „უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები“. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მინისტრის გუშინდელი ბრძანებით უფლება მიეცათ, რიგი საბაკალავრო პროგრამა სამწლიანიც გახადონ.
“სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტოები პარტნიორი ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა” – დააკავეს 63 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 63 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო – კაცმა ინტიმური შინაარსის მასალა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ქალმა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა. “მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 […]
„63 წლის კაცმა პარტნიორ ქალთან სქესობრივი კავშირი გადაიღო და დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა“ – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

„63 წლის კაცმა პარტნიორ ქალთან სქესობრივი კავშირი გადაიღო და დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა“ – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარული/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ […]
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.
რუსი ოლიგარქების ნაწილი წლის დასაწყისიდან კიდევ რამდენიმე მილიარდით გამდიდრდა

2024 წლის დასაწყისიდან სულ მცირე მილიარდი დოლარით გაიზარდა ზოგიერთი რუსი ოლიგარქის ქონება. სააგენტო Bloomberg-მა დღეს, 1 მარტს, გამოაქვეყნა „მილიარდერების ინდექსი“, რომელიც კომპანიების აქციების ღირებულების საფუძველზეა შედგენილი. პირველ ასეულში 7 რუსია, რომელთაგან 4-ის ქონება გაზრდილია. ოთხივე დასავლეთის მიერაა სანქცირებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო. ნავთობის და გაზის კომპანია „კოგალიმნეფტეგაზის“ გენერალური დირექტორის, რეიტინგში 67-ე ადგილზე მყოფი ვაგიტ […]
სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა

სერგეი ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანთან. მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის შეხვედრები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და […]
„საქართველოში წარმოებული ხიზილალის წარმადობის ზრდამ განაპირობა იმპორტის შემცირება“- „ლომისი 2023“

საქართველოში ხიზილალის იმპორტი შემცირდა. ადგილობრივი მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ იმპორტის შემცირებას ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებამაც შეუწყო. კომპანია „ლომისი 2023-ის“ ხარისხის სამსახურის მართვის ხელმძღვანელი ეკა გიგაური „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანია წლიურად 2 ტონა წითელ ხიზილალას აწარმოებს. 2023 წელს კი შავი ხიზილალის (ზუთხის ხიზილალა) პირველი მოსავალიც მიიღეს. „წითელი ხიზილალას წარმადობა წლიურად 2 ტონაა. ვყიდით ადგილობრივ მაღაზიაში, რომელიც მოთხოვნიდან […]
ბრიტანეთში გააკრიტიკეს შოლცის სიტყვები, რომ ლონდონი უკრაინას რაკეტების მართვაში ეხმარება

გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კიარნსმა გერმანიის კანცლერის სიტყვებს უწოდა “არასწორი, უპასუხისმგებლო და მოკავშირეების სახეში სილის გაწვნა”. გასულ დღეებში შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს […]
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ. […]