ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისმა დაკრძალვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა – მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სკანდირებდნენ: “ნავალნი”, “არა ომს”… მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო – მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების […]

კობახიძე ევროპარლამენტზე: “დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები ევროპარლამენტის „უსამართლო გადაწყვეტილებებს“ უნდა გაემიჯნონ. მან ეს კომენტარი მედიის კითხვის პასუხად გააკეთა. ის გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც დეპუტატ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა შესწორება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხება – დეპუტატი შესწორებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. “მე მგონია, რომ […]

თორნიკე რიჟვაძე XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელსაც ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფონდ „ქართუ“-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „დღეს მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა. ბათუმში წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა. XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის […]

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვქონდეს – ამ ყველაფერს სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება დაეხმარება

საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვქონდეს – ამ ყველაფერს სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება დაეხმარება, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას მგზავრთნაკადი ასტიმულირებს, რა პროცესშიც სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში წასასვლელად ვიზა […]

ბაიდენი VS ტრამპი – საიმიგრაციო პოლიტიკის შედარება 12 გრაფაში

აშშ-ში იმიგრაცია საკამათო საკითხია და დიდი ალბათობით 2024 წლის არჩევნებზეც ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა იქნება. 2021 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს საზღვარს არალეგალურად საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი კვეთდა, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოებაში უკმაყოფილება არსებობს იმაზე, თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კრიზისთან გამკლავებას, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მანამდე საიმიგრაციო […]

სომხური მედია: ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩავა

სომხური გამოცემის, Radar Armenia-ს მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში გაუქმებულია. გამოცემა წერს, რომ ზელენსკი არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანში არ ჩავა, რადგან ბაქომ ვიზიტი გააუქმა. ბაქოს მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავდა.

ბერბოკი: ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს, როგორ შეიძლება ჭყლეტა და სროლა მომხდარიყო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ღაზის სექტორში მომხდარ ჭყლეტასა და სროლაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ისრაელმა სრულყოფილად უნდა გამოიძიოს, თუ როგორ შეიძლება მასობრივი პანიკა, ჭყლეტა და სროლა მომხდარიყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ […]

გუტერეში: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის შემთხვევა ცალკე გამოძიებას საჭიროებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ხუთშაბათს თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა წარმოადგენს ვითარებას, რომელიც საჭიროებს დამოუკიდებელ, ეფექტიან გამოძიებას. სენტ ვინსენტსა და გრენადინებში მყოფმა გუტერეშმა რეგიონული სამიტის წინ თქვა, რომ “თავზარდაცემულია” ამ ინციდენტით ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ ომში – რომელსაც, პალესტინის მესვეურთა თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი […]

როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებს აზიანებს – კახა კალაძე

როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებს აზიანებს – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში ნიჰილიზმს და ევროპული მომავლის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იწვევს. კითხვას – უნდა მოხდეს თუ არა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის პოზიციის გამიჯვნა, კახა კალაძე დადებითად პასუხობს. „ქვეყანაში […]

თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც სულში ჩააფურთხეთ ამომრჩეველს და დადექით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს! – მიმართვა გიორგი გახარიას

თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც სულში ჩააფურთხეთ ამომრჩეველს და დადექით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს! – მიმართვა გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ელზა ხოჭოლავას მეუღლე დავით პაპავა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართვას უგზავნის და უპირისპირდება. პაპავას თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩხოროწყუს საკრებულოს წევრები გახდნენ „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგების ხმებით, საკრებულოში სწორედ ამ პარტიის მარიონეტებად […]