ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი დაკრძალვის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. „არ დაგივიწყებთ!“ „გვაპატიე!“ – ისმოდა შეძახილები, როდესაც მოქალაქეები მის კუბოს მიაცილებდნენ. „მედიაზონას“ ინფორმაციით, ბორისოვის სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა : „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „სიყვარული შიშზე ძლიერია“. ნავალნის დაკრძალვამდე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. მოქალაქეები პოლიტიკოსს ემშვიდობებოდნენ და მის მშობლებს, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სხდომაზე ახალი, 500 სტუდენტზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ახალი კომპლექსი, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში ლაშარის, ცხრაკარას, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ხაშურის, ჟებოტის, მარშალ გელოვანის, თეთრახევის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენეტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში. […]
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, 2023 წელი საქართველოს პარლამენტსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. „გასულ წელს, ასამბლეის ყოველწლიურ, რიგით 48-ე სესიას საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონიის […]
შენგელიამ “ვალენსიასთან” ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ის, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა, ძალიან არასასიამოვნოა. ეს მოხდა ევროლიგის 27-ე ტურის მატჩში, რომელშიც “ვირტუსმა” ბოლონიაში “ვალენსიას” უმასპინძლა. “ვირტუსმა” მეტოქე 87:74 დაამარცხა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა კი მოედანზე ყოფნიდან 6 […]
2023 წელს საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთების ნახევარი რუსული იყო

2023 წელს საქართველოს რკინიგზის მეშვეობით შემოტანილი ტვირთების 47% რუსული იყო – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.6 მილიონი ტონა იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.2%-ით ნაკლები იყო. გადაზიდვების კლება აისახა საქართველოს რკინიგზის შემოსავალზეც, რაც გასულ წელს შემცირდა. 2023 წლის 9 თვეში რკინიგზამ 481 მილიონი […]
საქართველოს აეროპორტებში სატვირთო რეისები 32.2%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტებში სატვირთო რეისები 32.2%-ით შემცირდა 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს. 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. […]
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“ – დავითაშვილი

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“ – დავითაშვილი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6596 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6596 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6596 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6599 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8745 ლარია. […]
ნიკოლოზ სამხარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე – საინტერესოა გავიგოთ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების აზრი – სამუშაო პროცესში ჩავრთავთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საინტერესოა გავიგოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ აზრი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის სამუშაო ვერსია პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაიწერება და განიხილება. „ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში. ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი. სამუშაო ვერსიაც […]