12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი დაუმძიმეს

დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა ანუშაიტიტეს საქმეზე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი დაუმძიმეს. თუ აქამდე ექსპერტს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, ახლა სახელმწიფო ბრალდება მას ედავება საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობას, რითაც მართლმსაჯულებას ხელი შეეშალა. მუხლის ამგვარად გადაკვალიფიცირებას გოგონას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, “უფლებები საქართველო” ექსპერტისთვის ბრალის წარდგენის დღიდან ითხოვს. სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მას შემდეგ […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – პირველი მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.94 თეთრით. პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6596 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8745 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.

ჩერგოლეიშვილი: ქვეყანაში არაა ბავშვისთვის სქესის გადაკეთების პრობლემა – არის პედოფილიის

საქართველოში რეალურად არ არსებობს ბავშვისთის სქესის გადაკეთების პრობლემა, მაგრამ არსებობს ბავშვების შიმშილის და კიდევ უარესიც, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი პრობლემა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე ბავშვი პატარძლების რაოდენობით, ანუ ბავშვების გათხოვების – უამრავი შემთხვევაა სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანზე. საქართველოში უამრავი ბავშვი მშობიარობს – მხოლოდ შარშან ასმა ბავშვმა იმშობიარა. ისინი არიან დასაცავი იმისგან, რაც მათ თავს […]

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. პოლიტიკოსის პანაშვიდი ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართა. ეკლესიასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელიც პანაშვიდის დასრულების შემდეგ მსვლელობით სასაფლაოსკენ დაიძრა. ნავალნის დაკრძალვის დროს სასაფლაოზე მყოფი ადამიანები სკანდირებდნენ – “რუსეთი პუტინის გარეშე”, “რუსეთი თავისუფალი იქნება” და ა.შ. თავდაპირველად ბორისოვის სასაფლაოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც 1 მარტს (ალექსეი ნავალნის […]

“ვამზადებთ სატენდერო პირობებს” – როდის გამოცხადდება შიდა ავიარეისებზე ტენდერი?

წელს შიდა ფრენების განვითარებაში მნიშვნელოვანი რესურსი ჩაიდება – ამის შესახებ მედიასთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შიდა ფრენები საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა მას შიდა მობილობის ხელშეწყობის გარდა, გარკვეული სოციალური დატვირთვაც აქვს, სწორედ ამიტომ წელსაც შიდა ავიარეისების სუბსიდირება გაგრძელდება. „შიდა ფრენები საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა ფრენების არსებობამ ხელი შეუწყოს […]

ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში – ნიკოლოზ სამხარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საინტერესოა გავიგოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ აზრი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის სამუშაო ვერსია პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაიწერება და განიხილება. „ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში. ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი. სამუშაო ვერსიაც […]

ლიბერალიზმი ჩვენზე მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობებია

„ვემხრობი „ქართული ოცნების“ ინიციატივას, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა ქართულ სახელმწიფოში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზღვარგადასული ლიბერალიზმის საწინააღმდეგოდ, რომელშიც მსოფლიო იკარგება, საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას. „როდესაც ლგბტ პროპაგანდის დარეგულირების შესახებ ვსაუბრობთ, ამ საკითხს აქვს ორი მხარე – სამართლებრივი და მორალური. სამართლებრივ ნაწილში საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე […]

დავიჯეროთ აშშ-ს საელჩოში არ იციან, რომ “ტვ ფორმულას” დამფუძნებელი მართლმსაჯულებას ემალება?! იციან და ელჩი მაინც სტუმრობს?!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში, ამერიკის ელჩ რობინ დანიგანის სტუმრობას და ინტერვიუს ეხმიანება “დავიჯეროთ აშშ-ს საელჩოში არ იციან, რომ “ტვ ფორმულას” დამფუძნებელი და დამფინასებელი დავით კეზერაშვილი, საქართველოში სახელმწიფო დანაშაულში მხილებული, ევროპაში პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მართლმსაჯულებას ემალება?! იციან და ელჩი მაინც სტუმრობს?!”– წერს გოგა ხაინდრავა.

გიორგი სარდალაშვილმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ხვალ, 2 მარტს, ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ქართველებიდან ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ) იასპარეზებს. გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი […]

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს. ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს. “პირველი შეხვედრა 2 მარტს, 13.00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, რომელიც რუსთაველის 1-ლ ნომერში მდებარეობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე […]