მთავრობა ბიზნესთან საკომუნიკაციოდ პლატფორმებს შექმნის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, გამოწვევების დასაძლევად მუშაობა აქტიური იქნება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან საკომუნიკაციოდ ფორმალური ფორმატები შეიქმნება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს […]

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს. პირველი შეხვედრა 2 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, […]

,, ეს არის დაპირისპირება პირადად ჩემთან, ჩემ შვილებთან, ჩემ შვილიშვილებთან!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია: ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონის წინააღმდეგ წასვლა, “ შიგ ევროპაში” მინდა არაა! ეს არის დაპირისპირება პირადად ჩემთან, ჩემ შვილებთან, ჩემ შვილიშვილებთან! ჩვენ ოჯახებთან, ჩვენ იდენტობასთან, ჩვენ უფლებებთან და თავისუფლებებთან! ეს არის სრული ლუსტრაცია ჩასაფრებული მტრის, ღრმა დაშიფრვის აგენტის, მკვლელის, პედოფილის, სამშობლოს მოღალატის, გარყვნილის, ზნედაცემულის! ჰო და, ვიღაც ფულზე დაგეშილს კი […]

“მეყვარები მუდამ, მშვიდობით განისვენე” – იულია ნავალნაიას გამოსამშვიდობებელი წერილი

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია ქმრის დაკრძალვის შემდეგ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. “ლიოშა, მადლობა შენ 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. კი, თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი მაცინებდი, იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო უშენოდ, მაგრამ ვეცდები გაგახარო იქ, სადაც იქნები და იამაყო ჩემით. მე […]

მაკრონი ღაზაში ჭყლეტისა და სროლის საქმეზე სიმართლის დადგენას და სამართლიანობას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა ღაზის სექტორში მომხდარ ჭყლეტასა და სროლაზე. მაკრონი ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სიმართლის დადგენას და სამართლიანობას ითხოვს. ემანუელ მაკრონი მომხდარ ტრაგედიაში ისრაელელი ჯარისკაცების ჩართულობის გამოძიებას ითხოვს, რომლებმაც ჭყლეტის დროს სროლა დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმ პირებს გაუხსნეს ცეცხლი, რომლებიც ისრაელის ჯარისკაცების ან ტანკების მხარეს მიიწევდნენ და […]

“ნაპოლი” “შახტარის” შემტევის შეძენას ზაფხულში შეეცდება

TUTTO mercato WEB-ი იტყობინება, რომ იანვარში “შახტარმა” 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი “ნაპოლის” და “იუვენტუსს” 40 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა, მაგრამ ნეაპოლური გუნდი ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება. სუდაკოვს “შახტარმა” კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, ხელფასი 1.5-2 მილიონ ევრომდე გაუზარდა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონია. გამოცემა ვარაუდობს, რომ “შახტარი” სუდაკოვის 75 მილიონ ევროდ გაყიდვაზე დათანხმდება, […]

თევზსაშენი თავდაპირველად მცირე მოცულობის თევზის წარმოებაზე იყო გათვლილი, თუმცა პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოვდა – „ლომისი 2023“

„სტუმრებს ვთავაზობთ თონეში შემწვარ თევზს, თევზის ხინკალს. თევზსაშენი თავდაპირველად მცირე მოცულობის თევზის წარმოებაზე იყო გათვლილი, თუმცა პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოვდა,“- ამის შესახებ კომპანია „ლომისი 2023-ის“ ხარისხის სამსახურის მართვის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა. კომპანია „ლომისი 2023-ის“ თევზსაშენი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარეობს და 7ჰა-ზეა გაშენებული. ტერიტორია მოიცავს საკუთრივ თევზსაშენს, რესტორან „თევზის სახლს“, თონეს, მაღაზიას და მინი […]

კანადა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას განიხილავს

კანადური მედია Toronto Star-თან ინტერვიუში კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლეირმა თქვა, რომ, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარისკაცების გასაწვრთნელად სამხედროებს გაგზავნიან. მან ხაზი გაუსვა, რომ მათ არ ექნებათ საბრძოლო დანიშნულება. ბლეირმა თქვა, რომ ამ საკითხს კვირის დასაწყისში, პარიზში განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კანადა “არ გეგმავს საბრძოლო პერსონალის გაგზავნას”, თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა პოზიცია, რომ მათთვის მისაღებია […]

92 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ძმასთან, ვიტორიო ტავიანისთან ერთად მუშაობდა. ძმებმა კარიერა როგორც ჟურნალისტებმა დაიწყეს. 1954 წელს ტავიანებმა პირველი ერთობლივი ნამუშევარი San Miniato, luglio ’44 გადაიღეს. კრიტიკოსების პირველი აღიარება 1969 წელს გამოსულმა Sotto il segno dello scorpione-მ მოუტანა. არიან ავტორები ფილმებისა 1977 წელს გახდნენ კანის საერთაშორისო […]

საქართველოს ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ჩინური ავიაკომპანიები გამოჩნდნენ

საქართველოს ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ჩინური ავიაკომპანია გამოჩნდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც არსებულ, ასევე, ახალ ავიაკომპანიებთან. ამის შესახებ „ბიზნეს-პარტნიორი“ წერს. „ჩვენ გვაქვს, ერთი მხრივ, მიმდინარე მოლაპარაკებები არსებულ ავიაკომპანიასთან – იმისთვის, რომ გაზარდონ საჰაერო მიმოსვლა და სიხშირეები ჩვენი ქვეყნის აეროპორტებში. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ, ჩინურ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოს სამივე […]