ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი – რომელიც არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა – დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე. პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიალს. ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ. დაკრძალვამდე ნავალნის ოჯახსა და რუსეთის შესაბამის უწყებებს შორის […]
ზელენსკი ამბობს, რომ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები უკრაინას საბრძოლო მასალის მიწოდებას დაპირდნენ

უკრაინა ბალკანეთის ქვეყნებიდან მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით საარტილერიო ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით მას ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან საუბარი პირადად ჰქონდა. ზელენსკის თქმით, სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის ახალი შეთანმხების საფუძველზე მოხდება, რომელიც ალბანეთში გამართულ ორდღიან სამიტზე შემუშავდა და გაფორმდა. „ჩვენ ვიყენებთ ყოველ შეხვედრას და ყოველ დღეს, რათა […]
ევროკავშირმა გაეროს სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, მაგრამ პალესტინელთა დახმარება გაზარდა

ევროკომისიამ დღეს გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს “ანრვა” (UNRWA) 82 მილიონი ევროდან დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. თუმცა, ევროპული კომისიის განცხადებით, ის პარალელურად გაზრდის უშუალოდ პალესტინელთა საერთო დახმარებას 68 მილიონი ევროს ოდენობით. “ანრვა”, რომელიც ახლა 13 000 თანამშრომლით ოპერირებს, ათწლეულებია დახმარებას და ძირითად მომსახურებას უწევს ახლო აღმოსავლეთში დევნილ პალესტინელებს, მათ შორის – ღაზის სექტორში. მაგრამ, გაეროს სააგენტოს დაფინანსების […]
იელენი ამბობს, რომ G7 კვლავ მუშაობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების გზებზე

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, გააგრძელებენ უკრაინის დასახმარებლად, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან, $300 მილიარდის გამოყენების გზების ძიებას. ჯანეტ იელენმა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტრევიუში თქვა, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას, ჰერმეტული სამართლებრივი დასაბუთება დასჭირდება. ეს იყო ერთ-ერთი განსახლველი საკითხი, მიმდინარე კვირაში, ბრაზილიაში გამართულ დიდი ოცეულის მინისტრთა შეხვედრაზე. იელენმა თქვა, რომ მან მოუწოდა […]
ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. პანელურ დისკუსიაზე – “საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები” სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ქვეყნის ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე და გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კი ინვესტიციები დაასახელა. “ინფლაცია […]
კახეთში, 13 წლის გოგოს შესაძლო მოტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან დაკარგულ 13 წლის გოგოს უკვე სამია დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ სამსახურს იმ სკოლის დირექტორმა მიაწოდა, სადაც გოგონა სწავლობდა. დირექტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არ გაუტაცებიათ და ის ქორწინების მიზნით, თანასოფლელ […]
“უფლებები საქართველო“ – 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანის გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტის საქმის […]
საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

სეზონური ცვლილებები ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილის რომელიმე დეტალი გადამოწმებას საჭიროებს, მაშინ „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები საქმეს გაგიმარტივებთ. 1-ელიდან 10 მარტის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში სპეციალური ფასები მოქმედებს. 30%-იანი ფასდაკლება shell-ის […]
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტაშკენტის განდ სლემზე 20 წლის გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სარდალიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, კამოლიდინ ბახტიიოროვი (უზბეკეთი), ჰაგდოდ გულოვი (ტაჯიკეთი), ელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) და რომენ პიკარი (საფრანგეთი) დაამარცხა, ფინალი კი დოსტონ რუზიევთან (უზბეკეთი) დათმო. მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლაშა ნადირაძემ (66 კგ). ხვალ ტაშკენტის ტატამზე ბაგრატ […]
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

დღეს, 1-ელ მარტს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მას შემდეგ, რაც ნავალნის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ცხედარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ, თუ მას ჩუმად დაკრძალავდნენ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეზღუდა ცერემონიაზე ხალხის მობილიზება. გარდა ამისა, შეზღუდეს მობილური ქსელების მუშაობა და ინტერნეტისა მიწოდება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის მიუხედავად, სასაფლაოს შესასვლელთან რამდენიმე ასეული მეტრის რიგი […]