მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა […]
ნუ ეძებთ სკანდალს, ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა მინისტრების მოხსნა, დანიშვნა, არავითარი დაპირისპირება არ არის – ირაკლი ღარიბაშვილი

ნუ ეძებთ სკანდალს და დამერწმუნეთ, ვერ იპოვით, ძალიან მარტივად არის მდგომარეობა, მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე და, შესაძლოა, ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, რომლებსაც, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასა და პრემიერ-მინისტრს შორის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი დაპირისპირება არ არის. […]
ნოვერგიული გუნდის ფეხბურთელი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნორვეგიული “ჰამკამის” ფეხბურთელი არჩანგე მონდოუო 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. სპორტსმენი გარდაცვლილი საკუთარ ბინაში ნახეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, მაგრამ წარსულში მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა ფეხბურთის თამაშის ნება დართეს. მონდოუო “ჰამკამის” სარეზერვო გუნდში თამაშობდა და 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
ღარიბაშვილი აზარაშვილზე: როგორც ვიცი, პრემიერისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა

ნუ ეძებთ რაღაც სკანდალს – ვერ იპოვით, დამერწმუნეთ. ძალიან მარტივად არის მდგომარეობა რეალურად. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. მე როდესაც ვიყავი პრემიერმინისტრი, მაშინ, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს [ზურაბ აზარაშვილს] […]
“სწორი დაცვა სჭირდება საზოგადოებას” – ღარიბაშვილი ანტილგბტ კანონის იდეაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღების გეგმას, რომელიც 29 თებერვალს გახმაურდა. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „ხალხის დაცვის“ მიზანს ემსახურება. „ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მარტს, პარტიულ […]
ირაკლი ღარიბაშვილი – არავითარი დაპირისპირება არ არის! – პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა – მოვისმინე განცხადებები, თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი?

არავითარი დაპირისპირება არ არის! პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. ასევე მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებები, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა, უკაცრავად, და ადმინისტრაციის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით […]
მამუკა მდინარაძე – არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს

არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა კანონზე მსჯელობა იმის გამო დაიწყება, რომ თუ ცდუნება იქნება, ლგბტ პროპაგანდამ […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საფრანგეთსა და გერმანიას შორის განხეთქილება არ არსებობს

საფრანგეთსა და გერმანიას შორის განხეთქილება არ არსებობს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. „არავითარი ფრანკო-გერმანული განხეთქილება არ არის, ჩვენ არსებული საკითხების 80%-ის შესახებ ვთანხმდებით. მე ჩემს გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს ვესაუბრე და მომავალ სამშაბათს ერთმანეთს პარიზში შევხვდებით. ერთმანეთთან საუბრის სურვილი არსებობს. აქ დრამა არ არის, რადგან ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს […]
ირაკლი ღარიბაშვილი – მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ

მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. მისივე […]
მამუკა მდინარაძე – არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ტყუილზე აგებული პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს. „თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი არის მოდერნიზატორი რაღაც თანამედროვე ქართული პოზიტიური ისტორიის დამწერი, ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება მას არ […]