სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალებში საკადრო ცვლილებები დააანონსა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ზოგიერთი ბრიგადის მეთაურს, რომელთა ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამის შესახებ სირსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა. “სამი დღის განმავლობაში ცხადი გახდა, რატომ ხდება, რომ პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და ტექნიკური აღჭურვის ერთი და იმავე მაჩვენებლების პირობებში, ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს მტრის თავდასხმების […]

“ქართული ოცნება” აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად

“ქართული ოცნება” აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად მშვიდობაზე, სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული “ქართული ოცნება” აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად – ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები უნდა […]

კასპაროვი თვლის, რომ უკრაინასთან ომში მარცხის შემთხვევაში, რუსეთს შეიძლება ტერიტორიების დათმობა მოუწიოს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ დამაარსებელი, რომელიც საკუთარი ნებით იმყოფება ემიგრაციაში, ფიქრობს, რომ რუსეთმა ახლანდელი საზღვრები შეიძლება ვერ შეინარჩუნოს, თუ უკრაინასთან ომს წააგებს. რადიო თავისუფლებისთვის 1 მარტს მიცემულ ინტერვიუში კასპაროვი, თუმცა, ამბობს ამასთან, რომ რუსეთის მთლიანი დაშლა ნაკლებად მოსალოდნელია. იმ რეგიონებს შორის, რომლებიც, კასპაროვის თქმით, შეიძლება რუსეთის ფედერაციას ჩამოშორდნენ, არის თათრეთის რესპუბლიკა, […]

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უვადო პატიმრობაში დატოვა

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილია. აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბეროზაშვილი დედ-მამის მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაცვის მხარემ გაასაჩივრა. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გიორგი […]

მამუკა მდინარაძე – თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ ლგბტ პროპაგანდის უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ არსებობს

თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ, ლგბტ პროპაგანდას უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ აქვს, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, პედოფილია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც უმკაცრესი სასჯელი გააჩნია. მდინარაძე ასევე, პარალელს ავლებს პედოფილიასა და ლგბტ პროპაგანდას შორის და […]

მამუკა მდინარაძე – მოდით, იმაზე ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში – არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს

მოდით იმაზე ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია. „როდესაც რუსეთის ლიდერი ძალიან აქებს დემოკრატ ბაიდენს, რომელიც არის თანამედროვე სამყაროში უკრაინის მთავარი მხარდამჭერი რუსეთთან ომში, […]

ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა

ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს. „რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა“, – განაცხადა ოლეგ კიპერმა. ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

თორნიკე რიჟვაძე ვიცე-პრემიერად მის შესაძლო დანიშვნაზე – ჭორია, ჭორი! – ჩემ თავს მივიჩნევ იქ, სადაც ახლა მიწევს საქმის კეთება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, არ ფლობს არანაირ ინფორმაციას იმის თაობაზე დატოვებს თუ არა ის თანამდებობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – შესაძლოა, თუ არა რომ მას აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინონ. „ამ ეტაპისთვის, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მე პირადად და რა თქმა უნდა, […]

თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილზე – ყველა დანაშაულის შემთხვევაში, სასჯელი გარდაუვალი უნდა იყოს – შეწყალების საკითხის განხილვაც კი, მიუღებელი იქნება

ყველა დანაშაულის შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს გარდაუვალი, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებისთვის ამ საკითხის განხილვაც კი მიუღებელია. „რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ქალბატონი პრეზიდენტის შემთხვევაში, ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვის იმის გათვალისწინებით, თუ რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი ყოფილ პრეზიდენტს, მიუღებელი იქნება საერთოდ ამ […]

ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსები ახალი იარაღით პატრულირებენ

ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსები ახალი იარაღით პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაოიბის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსები ახალი იარაღით პატრულირებენ. ქაცარავას ცნობით, საუბარია ანტიდრონზე, LPD – 801-ზე. ის რუსეთში შეიქმნა და მედიის ინფორმაციით, მტერი აქტიურად იყენებს უკრაინაში. მისი გამოყენებით შესაძლებელია დრონის ჩამოგდება, სანავიგაციო და WiFi სიგნალის ჩახშობის გზით. “ჩვენი დღევანდელი პატრულირების დროს, დავაფიქსირეთ […]