თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 20 წლამდე გოგო კლინიკა „თერჯოლამედშია“ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მას საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამატებით კომენტარს მედიკოსები ამ დროისთვის არ აკეთებენ. ის ერთ-ერთია ოთხი ადამიანიდან, რომელიც მდინარეში მეგობრების დასახმარებლად შევიდა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ოთხი ადამიანი, […]
ზურიკომ “როდეზთან” გაიტანა და გოლი ორიგინალურად აღნიშნა

ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „როდეზს“ ზურიკო დავითაშვილის მე-18 წუთზე გატანილი გოლით 1:0 ამარცხებს. დავითაშვილმა გოლი პარტნიორებთან ერთად ორიგინალურად თანაგუნდელი ალბერტ ელისის პატივისცემის ნიშნად აღნიშნა, რომელმაც “გენგამთან” მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. ამ სეზონში ზურიკომ 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ხავიერ მილეიმ პირობა დადო, რომ უდიდეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს გააუქმებს

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ პირობა დადო, რომ ქვეყნის უდიდეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Telam-ს გააუქმებს. მილეის თქმით, საინფორმაციო სააგენტო პროპაგანდას ავრცელებს. მილეიმ ამის შესახებ კონგრესში გამოსვლისას ისაუბრა. მილეის თქმით, ის არგენტინის ყველაზე მსხვილი საინფორმაციო სააგენტო მისი საჯარო სტრუქტურების რეფორმის ფარგლებში გაუქმდება. აღნიშნულ საინფორმაციო სააგენტოს მან ფარული პროპაგანდის სამინისტრო უწოდა. “ჩვენ დავხურავთ საინფორმაციო სააგენტო Telam-ს, რომელიც ბოლო […]
სომხეთი მზად არის ხელი მოაწეროს ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას და შესაბამისი პირობებით თურქეთთან ურთიერთობა მოაგვაროს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას რეგიონში თავის მეტოქე, აზერბაიჯანთან ორი მეზობლის მიერ ადრე შეთანხმებული პრინციპების საფუძველზე და მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთთან, რომელიც ბაქოს ახლო მოკავშირეა. კოსტანიანმა 2 მარტს თურქეთში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაქოსთან ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ორივე მხარისგან ერთმანეთის ტერიტორიული […]
Samsung „ჯანმრთელობის ბეჭდის“ გაყიდვას 2024 წელს იწყებს

სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა 2024 წლის მსოფლიო მობილურ კონგრესზე (MWC) ბარსელონაში, პირველად აჩვენა ჯანმრთელობის ბეჭედი Galaxy Ring. ამის შესახებ Yonhap Samsung. სამხრეთ კორეული კომპანიის სტენდზე MWC გამოფენის გახსნის დღეს ბეჭედი 3 ფერში და 9 ზომაში იყო წარმოდგენილი. კომპანიამ განაცხადა, რომ Galaxy Ring კომფორტული იქნება ძილის დროს, ხოლო ბეჭდის შიდა ზედაპირი თითზე დატრიალებით ჯანმრთელობის დეტალური […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება – ამის დავიწყება შეუძლებელია, მსოფლიოს ეს ეხსომება

შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ „მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან” დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. და უკრაინისთვის იარაღის, ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებების გაჭიანურება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს იწვევს [როგორც შაბათს ოდესაში], […]
ნავალნის დაკრძალვის დღეს, ეკლესიიდან სასაფლაომდე 16.5 ათასმა ადამიანმა ჩაიარა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საფლავთან, დაკრძალვის მეორე დღესაც ბევრი ადამიანი მივიდა. მათ რიგში დგომაც უწევდათ, რათა საფლავზე ყვავილების დაწყობა მოეხერხებინათ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2 მარტს, სასაფლაოზე შესვლის მსურველებს მეტალოდეტექტორით ამოწმებდნენ. პოლიცია სასაფლაოს ტერიტორიაზე ხალხს დიდხანს არ აჩერებდა. „პოლიცია მშვიდად იქცევა და სასაფლაომდე, მთელ გზაზე მორიგეობს. ნავალნის გვარს არ ახსენებენ, მასზე უბრალოდ ამბობენ – „გარდაცვლილი“, „მისი […]
გაძევებები, პენალტები, იონსენის დუბლი, არაბიძის გოლი და “ტორპედოსა” თბილისური გუნდების გამარჯვებები

დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში სამი მატჩი ჩატარდა. „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე ქარიან ამინდში „სამტრედია“ 4:1 დაამარცხა. დუბლი 32 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორ იონსენმა შეასრულა. გიორგი არაბიძემ გაიტანა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარე მეგრელიშვილმა არ დაანება. თბილისის „დინამომ“ სახლში „სამგურალს“ 2:0 მოუგო. ამ დაპირისპირებაში მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა. „იბერია 1999“-მა შოთა ნონიკაშვილის გოლით […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – სირსკის საკადრო ცვლილებებისთვის სრული კარტ-ბლანში აქვს, კონკრეტულ წინადადებებს ველი

სირსკის საკადრო ცვლილებებისთვის სრული კარტ-ბლანში აქვს, კონკრეტულ წინადადებებს ველი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მთავარსარდალს კარტ-ბლანში აქვს ნებისმიერ საკადრო ცვლილებებისთვის არმიაში, შტაბებში. ყველა უკრაინელმა მეთაურმა უნდა იცოდეს ფრონტი, გრძნობდეს ფრონტს, რეალურ საჭიროებებს, რეალურად უნდა იყვნენ ჯარისკაცებთან, სერჟანტებთან, ისეთები უნდა იყვნენ, როგორებიც საჭიროა, რათა უკრაინულ მიზნებს მივაღწიოთ. კვირის დასაწყისში, გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის ფრონტიდან […]
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ საზანოში მდინარე ძუსადან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიებების შედეგად გადარჩენილია ერთი პიროვნება – ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიმდებარედ სალაშქროდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი წყალში ჩავარდა, დანარჩენები კი მის გადასარჩენად მდინარეში ჩავიდნენ. ნაპირზე ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდა.