ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური “რე-ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი

ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური “რე-ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური “რე-ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი- ნაციონალები“ თუ სხვა […]
საქართველოში ტურიზმი არ მუშაობს – Traffic travel

ტურისტული კომპანია Traffic travel-ის ტუროპერატორ ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, გუდაურში იანვარი ნაკლებად დატვირთული იყო, ხოლო თებერვლიდან სტუმრების რაოდენობამ მოიმატა. სამთო კურორტზე ტურისტულად აქტიური სეზონი მან BM.GE-სთან შეაფასა და იმ ქვეყნებზე ისაუბრა, საიდანაც გუდაურს ყველაზე მეტად სტუმრობენ. „სამწუხაროდ, გუდაურში ოკუპანტი ტურისტები ჭარბობენ, რადგან თავიანთი ბინები აქვთ ნაყიდი და მთელ გუდაურს არიან მოდებული, ისევე როგორც მთელ საქართველოს. თუ […]
რუსეთში, ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე, რომელიც დენით ამარაგებს სამხედრო პროდუქციის ქარხნებს – იტყობინებიან ადგილობრივი ტელეგრამ-არხები. Mash-ისთანახმად, შენობა სადაც აფეთქება მოხდა, ენერგიას აწვდის სამ თავდაცვის საწარმოს: კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანას, ტურბომოტორების ქარხანას და ურალმაშს. ეს საწარმოები, როგორც მედია იტყობინება, მუშაობენ მეტალურგიის, ცემენტის მრეწველობის და სამთამადნო კომპლექსებისთვის ამწე და სატრანსპორტო საშუალებების სფეროში. Mash-ის თანახმად, ამოქმედდა „თვითნაკეთი […]
ჩვენ არამც თუ დავაკნინებთ ვინმეს უფლებების დაცვას, არამედ შევეცდებით, რომ ეს გავაუმჯობესოთ და გაცილებით უკეთესი სტანდარტიც კი შევთავაზოთ

ჩვენ არამც თუ დავაკნინებთ ვინმეს უფლებების დაცვას, არამედ შევეცდებით, რომ ეს გავაუმჯობესოთ და გაცილებით უკეთესი სტანდარტიც კი შევთავაზოთ ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ საფრთხეს და მეორე მხრივ, გვინდა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს სამართლიანად – ერთის მხრივ, მხედველობაში მივიღოთ თვითონ მოსახლეობისგან განწყობები ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, არ დავარღვიოთ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის […]
,,ნაცმოძრაობას” გამიჯნულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან სრულ კოორდინაციაშია ,,ლელო” და ,,საქართველოსთვის”, ოპოზიციურ ველზე კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი

,,ნაცმოძრაობას” გამიჯნულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან სრულ კოორდინაციაშია ,,ლელო” და ,,საქართველოსთვის”, ოპოზიციურ ველზე კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს. როგორც ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, „ნაცმოძრაობამ” გაშლის გეგმა შეიმუშავა არჩევნებზე საზოგადოების […]
ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე სხვადასხვა ქალაქების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. ბათუმში გამართულ პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, […]
სასტუმრო „პულმან თბილისის“ უარის შემდეგ გაუქმდა რუსული კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე

გაუქმდა რუსული კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც თბილისში, აქსის თაურესში, სასტუმრო „პულმან თბილისში“ 6-7 მარტს უნდა გამართულიყო. „ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით კონფერენცია გაუქმებულია. გულნატკენი და დამწუხრებული ვართ, მაგრამ ეს არის არსებული ვითარება“, — ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დაწერეს კონფერენცია OpenTalks.AI-ის ორგანიზატორებმა. აღნიშნული ღონისძიება წლების წინ რუსეთში იმართებოდა და მას აფინანსებდნენ როგორც რუსეთის სახელმწიფო უწყებები, ისე — სანქცირებული რუსული […]
ზელენსკი: „გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა.“ დრონებით თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა უკრაინაში

რუსეთმა და უკრაინამ დრონებით თავდასხმები განახორციელეს 2 მარტს. უკრაინის შავი ზღვის ქალაქ ოდესაში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე დრონით იერიშს სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადეს რეგიონული ოფიციალური პირებმა. 2 მარტს რუსეთის არმიამ დრონებით განახორციელა დარტყმები უკრაინის ქალაქ მიკოლაევსა და ხარკოვზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, ხოლო დრონით საეჭვო თავდასხმას სანქტ-პეტერბურგში აფეთქება მოჰყვა. […]
აშშ-მა ღაზის სექტორში ჰაერიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო

აშშ-ს სამხედროებმა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყეს ღაზის სექტორში. 2 მარტს განხორციელდა პირველი ასეთი ოპერაცია, იტყობინება Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს. მათი თქმით, C-130-ის ტიპის სამი თვითმფრინავი ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების – სურსათის მიწოდებაში. ცნობით, სულ სურსათის 35000-ზე მეტი ულუფა იქნა გამოყოფილი. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საჰაერო გზით დახმარება გაგრძელდება და რომ ისრაელი […]
გერმანიაში იძიებენ სამხედრო ოფიცრების საუბრის ჩანაწერს, რომელიც რუსეთის მედიამ გამოაქვეყნა

გერმანიის საგამოძიებო უწყებები იკვლევენ რუსეთის მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ცნობას მოჰყვა შეშფოთება გერმანიაში ჯაშუშობის გარშემო, გაისმა მოწოდება, რუსეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვონ. გერმანიის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა 2 მარტს, რომ არ შეუძლია დაადასტუროს ჩანაწერის ავთენტიკურობა. რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა 1 მარტს. Reuters-მა […]