დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურის და აიდაჰოს კოკუსში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსებში გაიმარჯვა. ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა კონკურენტი, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი სამივე შტატში დაამარცხა და ამ გამარჯვებით მნიშვნელოვნად მიუახლოვდა გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება. მანამდე დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა აიოვაში, ნიუ […]

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა ყირიმზე 38 დრონით თავდასხმა განახორციელეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში 38 უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა. „წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ ყველა უკრაინული დრონი გაანადგურა. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, […]

ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბაკურიანში 1 მარტს აიღო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია მასპინძლობს. „აღსანიშნავია, რომ თოვლის ფრენბურთში პირველად იმართება ევროპის ჩემპიონატი, საქართველომ კი ღირსეულად მიიღო მასპინძლობის უფლება. 3 მარტის ჩათვლით ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის,მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენელი, როგორც ქალი, ისე მამაკაცი სპორტსმენები. […]

აშშ-მა ღაზას ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით პირველად მიაწოდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორს საჰაერო გზით პირველად მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ღაზაში C-130-ის ტიპის სამი სამხედრო თვითმფრინავიდან პარაშუტებით დაახლოებით დაახლოებით 38 000 ერთეული საკვები პროდუქტი გადმოყარეს. მანამდე, ამავე მეთოდით, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანა იორდანიამ, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა.

ჯანდაცვის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლა რთულდება

მცირე შესაძლებლობების მქონე კლინიკებს ჯანდაცვის ბაზარზე შესვლის საშუალება აღარ ექნებათ. ამას საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი ძირითადი სანებართვო მოთხოვნები წლების განმავლობაში მინიმალური იყო და სამედიცინო დაწესებულებები მათ მარტივად აკმაყოფილებდა. თუმცა, უკანასკნელ წლებში მოხდა ძირითადი სანებართვო მოთხოვნების ფუნდამენტური გადახედვა და გაძლიერება. ანალოგიურად, გადაიხედება და ცვლილებები შევა […]

ნინო ლაცაბიძე – საკრებულოს თავმჯდომარე, შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი და მერის მოადგილე, იმ დროს რომ რისკები სწორად შეფასებულიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა

ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით, იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. რუსთავის მერი ბოლო სამი დღის განმავლობაში ქალაქში წყალმომარაგების მხრივ არსებულ პრობლემას […]

ნინო ლაცაბიძე – პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები

სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა და რთულია საქმის კეთება – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, […]

“მსაჯმა ყველაფერი სამართლიანად გააკეთა, რაც შეეხება მამარდაშვილს…” – რა თქვა ბარახამ “რეალთან” მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ვალენსიამ” “რეალს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა. “მსაჯმა თამაში იქამდე დაამთავრა, სანამ ბრაჰიმი ბურთს ჩააწვდიდა, ამიტომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. თავისუფლად შეგვეძლო, რომ მეტოქესთან სხვაობა გაგვეზარდა. მამარდაშვილმა არაერთხელ გადაგვარჩინა, ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, მაგრამ […]

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები 12%-ით შემცირდა

2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში (+ნორვეგია და შვეიცარია) თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეიტანეს, რაც 12%-ით ნაკლებია 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან (28 803) შედარებით. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) უახლესი ანგარიშის თანახმად, განხილული განაცხადებიდან 96% არ დაკმაყოფილდა, ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 2%-მა მიიღო და დამატებითი დაცვა — 2%-მა. 2023 წელს EU+-მა მიიღო 1.1 მილიონი თავშესაფრის განაცხადი, რაც […]

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ყირიმს 38 დრონით შეუტია

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მიმართულებით გაშვებული 38 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 3 მარტს გამთენიისას. ინფორმაციას ავრცელებს „როიტერსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. უპილოტო აპარატების განადგურების შესახებ ცნობა ყირიმის ფეოდოსიის პორტში აფეთქებების ხმას მოჰყვა, რომლის შესახებაც მოქალაქეები სოციალურ ქსელში, ცოტა ხნით ადრე წერდნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს არის თუ არა მსხვერპლი. 3 […]