სამცხე-ჯავახეთის DMO-სა და „ინნ ჰოსფითალითს შორის საწევრო ხელშეკრულება გაფორმდა

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ და „ინნ ჰოსფითალითმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციის პირველი წევრი გახდა. ხელმოწერის ღონისძიება სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში გაიმართა. მემორანდუმზე ხელი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ და „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა ხოტივრიშვილმა მოაწერეს. „რეგიონის ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია და „ინნ […]
5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცია დაკავებული

შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ფაქტი თებერვლის დასაწყისში მოხდა. ბრალდებული კაცი ბავშვების ნათესავია. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის 4 “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს (დანაშაული ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული […]
,,თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ” – ტრამპი

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის რბოლაში ფავორიტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა […]
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, Saudi Travel Market 2024 სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, Saudi Travel Market 2024 სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების […]
„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ…” – 3 მარტი დედის დღეა

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და […]
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი – აღმოსავლეთში რუსული თვითმფრინავი რამდენიმე საათია აღარ გამოჩენილა

რამდენიმე საათია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული თვითმფრინავი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უკრაინის საჰაერო ძალების მუშაობის შედეგი. ”ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, მტრის დრონები კვლავ დაფრინავენ სამხრეთით, მაგრამ ყველაფერი ნათელია აღმოსავლეთში!” , – დაწერა მან მოგვიანებით „ტელეგრამ“ არხზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა […]
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის პირველ ნახევარში ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +10, +15°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°. აღმოსავლეთ […]
როგორია ძუსაში გადარჩენილი ერთადერთი პირის მდგომარეობა? – მდინარეში გუშინ 4 ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკა “იმერმედშია” მოთავსებული. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ. ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი […]
დღეს საქართველოში „დედის დღე” აღინიშნება

3 მარტი „დედის დღედ“ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. 3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა. „დედის დღეს“ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში აღნიშნავდნენ. თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც :დედის დღე” – 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.
ფლიკი “ბარსელონას” ჩაბარებას უახლოვდება

სეზონის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებისა და “ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დიდი ალბათობით, “ბარსელონას” ჩაიბარებს. ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, შეთანხმების შანსს ზრდის ისიც, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას არჩევანის გაკეთება გერმანელ სპეციალისტზე სურს. აღსანიშნავია, რომ თავად ფლიკმა “ბარსელონას” გაწვრთნაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახალ გამოწვევას მოუთმენლად […]