სატვირთო გემი, რომელსაც „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა

ბრიტანეთის კუთვნილი სატვირთო ხომალდი, Rubymar-ი, რომელსაც თებერვალში იემენელმა „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებენ. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, Rubymar-ის ჩაძირვა, რომელსაც 21 000 ტონა სასუქი გადაჰქონდა, წითელ ზღვაში ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ Rubymar-ს „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი […]
ჩანთები, საწვიმრები, ქუდები – რა ღირს პლასტიკის ნარჩენებისგან დამზადებული პროდუქცია

გარემოს ნარჩენებით დაბინძურება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამოწვევაა, გამონაკლისი არც საქართველოა, ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების პარალელურად აქტიურად მიდის საუბარი და მუშაობა ცირკულარულ ეკონომიკაზე და პლასტიკის ნარჩენების კვლავ წარმოებაში ჩაშვებაზე. ერთ-ერთი ასეთი მეწარმე ეკა ასათიანია, რომელიც პლასტიკური ნარჩენებისგან თუ სარეკლამო ბანერებისგან ისეთ აქსესუარებს ქმნის როგორებიცაა, საწვიმრები, ჩანთები, სათამაშოები, ყვავილები და სხვა. მის გაყიდვას კი პლატფორმა plasticwatcher- ის […]
ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია – ერთ-ერთი მათგანი 3-დან 5 წლამდე ასაკის, მეორე კი 3 თვის, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან დედის ცხედართან ერთად ამოიყვანეს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, შვიდ დაშავებულს შორის 3 წლის ბავშვია. ოდესასა და ოდესის ოლქში კვირა, 3 […]
მამა შვილს 3 მილიონის ქონების წართმევაში ადანაშაულებს

მამა – შვილი ერთმანეთთან ქონებასა და ბიზნესს ვერ იყოფენ. 73 წლის პენსიონერი შვილს ძარცვაში ადანაშაულებს და ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას სასამართლოში აგრძელებს. რობინზონ მაჭარაშვილი ამტკიცებს რომ საკუთარმა შვილმა სახლები, მიწის ნაკვეთები, მანქანები, ნახევარი მილიონი დოლარი ანგარიშებიდან და ბიზნესი, თაღლითობის გზით მიისაკუთრა და ადვოკატების დახმარებით გადაიფორმა. მამა ამბობს, რომ ქონების მითვისების ოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც 2022 […]
“ვის მივუჩენ კვარაცხელიას?” – ალეგრიმ “ნაპოლისთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა

დღეს, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლი” “იუვენტუსს” უმასპინძლებს. “ბიანკონერის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. “ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება და მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ “ნაპოლის” ბურთის გაკონტროლების საშუალება არ მივცეთ. ჩემი ბიჭები შესანიშნავ ფორმაში არიან და “პარტენოპეისთან” დაპირისპირებას მოუთენლად ელოდებიან. ვინ ეცდება კვარაცხელიას შეჩერებას? ჯერჯერობით […]
სატვირთო გემი, რომელსაც „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა

ბრიტანეთის კუთვნილი სატვირთო ხომალდი, Rubymar-ი, რომელსაც თებერვალში იემენელმა „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებენ. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, Rubymar-ის ჩაძირვა, რომელსაც 21 000 ტონა სასუქი გადაჰქონდა, წითელ ზღვაში ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ Rubymar-ს „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი […]
დნეპრისპირეთის შემდეგ, რუსეთს დახმარება გაგაუზიამ სთხოვა

1 მარტს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდნენ. შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ. გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც […]
“ნაპოლი” VS “იუვენტუსი” – კვარაცხელია ტურინელთა დამწუხრებას კიდევ ერთხელ ეცდება!..

დღეს, 3 მარტს, 23:45 საათზე, “დიეგო მარადონაზე” დიდი მატჩია – “ნაპოლი” ისტორიულად ყველაზე არასასურველ მეტოქეს, ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა… როგორც ნეაპოლელებმა, ასევე ტურინელებმა ბოლო მატჩებში წარუმატებელი სერია დაასრულეს – ერთმა “სასუოლოს” (6:1) “გადაურბინა”, მეორემ კი “ფროზინონეს” ისევ გვიანი გოლით (3:2) მოუგო. თუკი “ნაპოლიში” კვარაცხელია და ოსიმენი ბრწყინავდნენ, “იუვეს” მოწინააღმდეგეებს ვლაჰოვიჩის შეჩერება […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში გამარჯვებას მეთექვსმეტედ შეეცდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 43:5 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს. რუმინელი „მუხების“ დამარცხებით ქართველმა მორაგბეებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. „რაგბი ევროპის“ მოქმედი ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები ტურნირში მეთექვსმეტედ გამარჯვებას 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“, შეეცდება. საქართველოს მეტოქის ვინაობა პორტუგალიასა […]
ცხრამდე გაიზარდა ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. მანამდე, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოლეჰ კიპერმა და უკრაინის […]