შერმადინი “ტენერიფეს” “გრანადას” დამარცხებაში დაეხმარა

ეროვნული ნაკრებიდან ესპანურ “ტენერიფეში” დაბრუნებული გიორგი შერმადინი საქმეში ჩაერთო და მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. “ტენერიფემ” ჯო ტომასონის ყოფილ გუნდ “გრანადას” უმასპინძლა და 89:83 დაამარცხა. შერმადინმა მოედანზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. “ტენერიფეს” 15 ქულით […]

დიუნი 2 ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

Dune 2 ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია. გამხსნელ უიქენდზე ბლოკბასტერმა 76 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. პირველ ნაწილს 80 მილიონიან ბარიერამდე მისაღწევად ორი კვირა დაჭირდა. ფრენკ ჰერბერტის რომანის ახალმა ეკრანიზაციამ ჯამურად $434 მილიონი გამოიმუშავა. პროგნოზის მიხედვით მეორე დიუნის ბოქსოფისი გაცილებით დიდი იქნება. რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: პირველი დიუნი პოსტკოვიდურ პერიოდში გამოვიდა, როდესაც კინოთეატრები ჯერ კიდევ უბრუნდებოდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. […]

სვანეთში ფესტივალი „გიზ-გიზი” მიმდინარეობს

სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს” მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია. „გიზ-გიზის” ფარგლებში კონცერტები გაიმართა, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანია […]

რუსეთი: ყირიმის თავზე ჩამოვაგდეთ 38 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 3 მარტის ღამეს, ყირიმის თავზე განადგურებულია 38 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. “საჰაერო თავდაცვის სამსახურის მიერ ყირიმის რესპუბლიკის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი განადგურებულია”. – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის, ნიკოლაი ლუკაშენკოს თქმით, ყირიმის ხიდზე აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა, რომელიც დროებით შეზღუდული იყო.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები

სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა და რთულია საქმის კეთება – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. როგორც ნინო ლაცაბიძემ […]

„დედის დღეს გილოცავთ დედებო… ჩემსავით ტკივილიანებო, ღვთისმშობელს ებარებოდეთ” – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში დედებს დედის დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს: ,,დედის დღეს გილოცავთ დედებო!!! ბედნიერებო იბედნიერეთ, ჩემსავით ტკივილიანებო ღვთისმშობელს ებარებოდეთ. ,,სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ….. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, […]

“ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და გადასარჩენად რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც” – რას ჰყვება სოფელ საზანოს ტრაგედიისას დაღუპული გოგონების მასწავლებელი

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მდი­ნა­რე ძუ­სა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. მათ შო­რის არი­ან გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში სტუმ­რად ჭი­ა­თუ­რი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბი ელე­ნე შუ­კა­კი­ძე და ნინო კენ­ჭოშ­ვი­ლი არი­ან. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს გო­გო­ნე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი, სოფო ჩუ­ბი­ნი­ძე ესა­უბ­რა: “გო­გო­ნე­ბი ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო­ში სწავ­ლობ­დნენ. სა­ზა­ნო­ში სტუმ­რად იყ­ვნენ, მიმ­დე­ბა­რედ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ. ერთ-ერთს ფეხი და­უც­და […]

კობერიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება ენმ-ის კლონების შექმნაზე ნიკა მელიას ეხებოდა

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ენმ-ის კლონების შექმნასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ეხებოდა. “როგორც ვიცით, ორშაბათს აპირებს ნიკა მელია პარტიის დაფუძნებას და პოლიტიკური ხედვების წარმოჩინებას და მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სტატუსი გამოყენებული. რაც შეეხება მიკვირს თუ არა, ცხადია, შინაარსი არ მიკვირს. იმიტომ, რომ ყველა ის […]

კიდევ ერთი ჩვილის ცხედარი იპოვეს ოდესაზე თავდასხმის შედეგად დანგრეულ სახლში

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. „მეცხრა დაღუპულის გვერდით ნაპოვნია ჩვილის ცხედარი“, – აცხადებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბავშვი 8 თვის იყო: „ისინი ჩახუტებულები იყვნენ“, – განაცხადეს სამსახურში. 2 მარტს, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის […]

სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. „მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს. ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ […]