ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს მოქალაქის სიკვდილს „ბოევიკების“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულახის ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის დროს, რომელიც 2 მარტს იქნა შემოღებული, ხუთი „ბოევიკია“ მოკლული. სროლის დროს შესაძლოა დაღუპულიყო ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ავრცელებს საინფორმაცია სააგენტო Baza. ინგუშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ცნობებს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ ყალბს უწოდებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება მათ, ვინც „ყალბ ინფორმაციას […]
ტრამპმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში სამ შტატში

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კოკუსში მისურისა და აიდაჰო შტატებში. კოკუსი წარმოადგენს კანდიდატებისა და ამომრჩევლების არაფორმალურ შეხვედრას, სადაც დელეგატების შეირჩევა. ტრამპმა ასევე მიიმხრო 39-ვე დელეგატი მიჩიგანში, პარტიის ყრილობაზე. შედეგად ტრამპმა 244-მდე გაზარდა მისი დელეგატების რაოდენობა და მნიშვნელოვნად უსწრებს სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორს და აშშ-ის ყოფილ ელჩს გაეროში ნიკი ჰეილის (24 დელეგატი). რესპუბლიკელების […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და პედაგოგს, ტექნიკის დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის, მეცნიერების დარგში […]
თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალშობილები პროგრამა – “უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის” ფარგლებში დაიბადნენ. „პროგრამა აჭარაში 2022 წლის ივლისში ამოქმედდა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო. პროგრამის ფარგლებში, დაიბადა […]
მარტის თვის ჰოროსკოპი – პირადი ურთიერთობები, ფინანსები, წარმატება

მარტის თვის ჰოროსკოპი – პირადი ურთიერთობები, ფინანსები, წარმატება: ვერძი მთელი მარტის თვე დაუთმეთ თქვენს ცხოვრებაზე ფიქრს და დატკბით ამ კომფორტით. სამსახურში ბევრი დავალების შესრულება მოგიწევთ, ამიტომ ფრთხილად იყავით, მოუფრთხილდით უფროსებთან კამათს. იზრუნეთ საკუთარ თავზე; გადაწყვეტილებების მიღებისას ენდეთ თქვენს ალღოს, რადგან შეიძლება მოულოდნელი შესაძლებლობები გაგიჩნდეთ და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მარტოს მოგიწიოთ. მარტში ურთიერთობები შეიძლება დაგეძაბოთ ახლობელ […]
თბილისში დაგეგმილი რუსული კონფერენცია გაუქმდა – “აქსის თაუერსის” განმარტება

თბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის “საერთაშორისო კონფერენცია” ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კონფერენციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. თუმცა, დეტალებზე ჯერჯერობით არ უსაუბრიათ. როგორც აღმოჩნდა, კონფერენციის ჩატარება Pullman Tbilisi Axis Towers-ში იგეგმებოდა. სასტუმრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მათმა მენეჯმენტმა მიიღო. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია […]
მისო-ების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა – რაზე ჩივიან წელს მომხმარებლები

2024 წელის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისო-ების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, წელს ერთ თვეში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 86 საჩივარი დაიწერა, 2023 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში – 66. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში დაფიქსირებული საჩივრებიდან 73 სალომბარდე სესხებზე მოდის, 5 ავტოსესხებზე, 3 იპოთეკურ სესხზე, ხოლო 2 სამომხმარებლო სესხებზე. პრეტენზიების […]
სვანეთში ფესტივალი „გიზ-გიზი” მიმდინარეობს

სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს” მასპინძლობს. გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია. „გიზ-გიზის” ფარგლებში გაიმართა კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის […]
ბელგრადში ხელახალი არჩევნები ჩატარდება

სერბეთის მმართველი პარტია ბელგრადში ხელახალი მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. სერბეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მასობრივი პროტესტისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის უარყოფითი შეფასებების შემდეგ მიიღო. ბელგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე საპიჩმა განაცხადა, რომ პარტიას ხელახალი არჩევნების ჩატარების არ ეშინია. კენჭისყრის […]
დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა. „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა იოლად მოიპოვა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში. სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ. მიჩიგანში ტრამპმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ხმების 98% მიიღო, მას 1 575 ხმა […]