ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით

ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, რომელსაც ქართველი ხალხი გამოიყენებს. „ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, ცვლილებები უნდათ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. […]

რუსეთის ოფიციალური პირების თანახმად, ინგუშეთში სროლის დროს ექვსი პირი იქნა მოკლული

რუსეთის ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ კარაბულაკში (ინგუშ. ილდარღალი) პოლიციასთან შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანი იქნა მოკლული – იტყობინება სამართალდამცავი უწყება. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თანახმად, მოკლულები არიან „მეამბოხეთა ჯგუფი, რომელიც გეგმავდა დანაშაულს ტერორიზმის სფეროში“. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ პირებს კავშირში ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან”. დამოუკიდებელი ტელეგრამის არხი Baza 3 მარტს იტყობინებოდა, რომ მოკლულებიდან მხოლოდ ხუთი […]

ისრაელის მხარემ “ძირითადად” მიიღო ღაზის სექტორში ექვსკვირიანი ზავის შესახებ წინადადება

ისრაელის მხარემ “ძირითადად” მიიღო წინადადება ღაზის სექტორში ექვსკვირიანი ზავის შესახებ ჰამასთან, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ. ამის შესახებ CNN-ი და Financial Times-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. გეგმის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტა იძლევა მძევლების, ძირითადად ქალების, მოხუცების და დაჭრილების გათავისუფლების, ასევე ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას საშუალებას. Financial Times-ის თანახმად, ჰამასი ჯერ არ […]

სასტუმრო Greenwood: ბაკურიანს ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Greenwood-ის მენეჯერი, თიკა ხორავა BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევასა და ტენდენციებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, სასტუმრო ბაკურიანში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ნომრებსა და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. ტურისტული ობიექტი მხოლოდ ორი სეზონი, კერძოდ ზამთარი და ზაფხული ფუნქციონირებს, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა იკეტება, რადგან სეზონი არ არის და ხორავას თქმით, სასტუმროს ამ პერიოდში ფუნქციონირება ზედმეტი ხარჯია. […]

რომის პაპი ომზე – მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? – საკმარისია, შეჩერდით

რომის პაპი ფრანცისკე მხარეებს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ყოველდღე ტკივილით ვატარებ გულში პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობის ტანჯვას მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ათასობით დაღუპული, დაშავებული, დევნილი“, – განაცხადა რომის პაპმა. მან ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც კონფლიქტს ბავშვებისთვის მოაქვს და 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა. „მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი […]

რას საქმიანობს სტუდენტური ფასდაკლებების აპლიკაცია Student Hunt-ი? – დამფუძნებლის განმარტება

სტუდენტური ცხოვრება, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანს გამოუვლია, როგორც წესი, სახალისო და ლაღია, მაგრამ თან, ბევრი დაბრკოლებაც ახლავს. სტუდენტობა ის დროა, როცა ადამიანი საკუთარ ფინანსურ მდგრადობაზე ხდება პასუხისმგებელი და ფულის ხარჯვას ჭკვიანურად სწავლობს. საქართველოში გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც სტუდენტებს ფინანსური დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება – ამ აპლიკაციას Student Hunt-ი ჰქვია და მის გეგმებსა და შედეგებზე კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, […]

თბილისის ნაწილს შუქი შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და პასტერის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, […]

საფრანგეთიდან 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს – 2024 წლიდან დეპორტაცია კიდევ უფრო გახშირდება

საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს. 2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 2020-2021 წლებიდან […]

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი კანონმდებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებს მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეს, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. „განსახილველ თემებს […]

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს დედის დღე მიულოცეს

რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, 3 მარტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ „დედის დღე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, თეონა მიქაძეს და ლონდა ქალდანს მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად მიულოცა. ამასთან, ზვიად მხეიძემ დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები რამდენიმე […]