ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ედემ […]

მუსიალამ “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

“ბაიერნის” ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაში სურს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოთამაშის დამატებით “ლივერპული” და მანჩესტერ “სიტი” ინტერესდებიან. შეგახსენებთ, გერმანელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

საცხოვრებელ ობიექტსა და მაღაზიებში ქიმწმენდის მოწყობა აიკრძალა – მთავრობის დადგენილება

ქიმწმენდის საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ამ სახის ობიექტის გარკვეულ შენობებში, მათ შორის საცხოვრებელში განთავსებას კრძალავს. ამასთან, ქიმწმენდებს რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ. საქართველოს მთავრობამ ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ყველა ტიპის ქიმწმენდაზე ვრცელდება. 1-ელ მარტს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და […]

“საქართველოს ფოსტას” არსებობისთვის ხარკი უნდა ვუხადოთ” – კერძო საფოსტო კომპანიები ახალ კანონპროექტს აკრიტიკებენ

„ფაქტობრივად რეკეტს გვიწესებენ. გამოდის, რომ საქართველოს ფოსტას ხარკი უნდა ვუხადოთ, იმისთვის, რომ ვარსებობთ“ – ასე აფასებს საქართველოში FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი ფოსტის შესახებ ახალი კანონპროექტს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლობებს ერთი თვის წინ გადაუგზავნა. გადაცემა #რედაქტ2-ში ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო გადამზიდავი FedEx-ის, DHL-ის და UPS-ის ქართულ წარმომადგენლობები ბაზრის […]

რუსეთში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს

დღეს, 4 მარტს დილით, აფეთქება მოხდა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე. მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები „კუიბიშევის რკინიგზის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ „მიმოსვლა შეაფერხა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში გარეშე პირების უკანონო ჩარევამ“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ თანახმად, წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ხიდის საყრდენი კონსტრუქციები. ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის […]

„მე-12 კლასში ისე უნდა გვასწავლონ, რომ რეპეტიტორი აღარ დაგვჭირდეს“ – მოსწავლეები სკოლაზე

„მე-12 კლასში ისე უნდა გვასწავლონ, რომ რეპეტიტორი აღარ დაგვჭირდეს“ – მოსწავლეები სკოლაზე · 42 „ბათუმელების“ რესპონდენტი მოზარდების აზრით, მე-12 კლასმა საჯარო სკოლებში, ფაქტობრივად, ფუნქცია დაკარგა. ახალგაზრდების აზრით, ეს განაპირობა იმან, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 95 პროცენტი კერძო მასწავლებელთან ამჯობინებს იმ საგნებში მომზადებას, რომლებიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ. ისინი აღარ მიიჩნევენ საჭიროდ, დრო დაკარგონ ისეთი […]

ქობულეთში, ხიდიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია

40 წლამდე ქალი, რომელიც ქობულეთში ხიდიდან გადავარდა, გადარჩა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. “ექსკურსიაზე იყვნენ ველოსიპედებით და სურათის გადაღების დროს ვერ დაიმორჩილა საჭე და პატარა ხიდიდან გადავარდა. წელის მალები არის დაზიანებული და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარი არის დაზიანებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია,” – ამბობს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ხელოვანს არ შეეძლება თავის აზრის გამოხატვა – საუბარია იმაზე, რომ ბავშვები და მოზარდი თაობა უნდა იყოს დაცული ზეგავლენისგან

ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ხელოვანს არ შეეძლება თავის აზრის გამოხატვა – საუბარია იმაზე, რომ ბავშვები და მოზარდი თაობა უნდა იყოს დაცული ზეგავლენისგან, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტქ თემთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა. ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებში მიდის „პროპაგანდა, რომ ბავშვებმა სქესი აირჩიონ“ და ამის […]

2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 4 მარტის, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი, როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის […]