ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ $ 420,000 გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები
ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ $ 420,000 გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Fara-ზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის გასული 6-თვიანი საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის. […]
ლევან მურუსიძე ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ

უვადო მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარება მისთვის პრობლემა არაა. ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოსამართლეთა შორის, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განაცხადა. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის სწორედ ე.წ. ვეტინგს სთავაზობენ, რაც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის […]
მიხეილ სარჯველაძე – კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს

კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს და ეს არ არის მარტივი პროცესი. „ერთი რამ კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა – ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ ბარიერის გადალახვის. პრაქტიკულად უკლებლივ ყველას, “ნაციონალური […]
სს „წყალი მარგებელს“ მტკნარი წყლის მოპოვებისთვის გაცემული ლიცენზიის პირობები შეეცვალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, რომ სს „წყალი მარგებლისთვის“ სოფელ ნაბეღლავში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებები შეიტანოს. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „შევიდეს ცვლილება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით განსაზღვრულ დებულებაში, საქართველოს ეკონომიკისა […]
ლეგენდარული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შვილის, ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი იყო. ვახტანგ სალუქვაძე იყო სსრკ ჩემპიონი პირად პირველობაში (1967) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1962, 66, 68, 70, 72), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ასპარეზობაში, II და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი გუნდურში (1959, 67). ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის მამა და […]
მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება

ამას ამბობენ, რომ [მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარება] არ ეხება ყველა მოსამართლეს, მაგრამ რეალურად ეხება ყველას – უკრაინაში, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს. მიზანი არის ერთადერთი – მთელ სასამართლო სისტემაში გაყარონ მოსამართლეები და დანიშნონ ისინი, ვინც მათთვის მისაღებია. ეცადნენ, დაეკომპლექტებინათ არასამთავრობო სექტორიდან, რომელთაც დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ ნული და შესაბამისად, მზად არიან, დონორების ყველა მითითება შეასრულონ. ხდება ჩემი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, ქვეყანა აგრესიული შემოტევებისგან უნდა დაიცვას – სააკაშვილზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია

თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, ქვეყანა აგრესიული შემოტევებისგან უნდა დაიცვას – სააკაშვილზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა დააზიანა და ეს გასათვალისწინებელია. „რადგან მორალზეა საუბარი, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, […]
მიხეილ სარჯველაძე – ერთიანი ოპოზიციის კრიტიკა გათვლილია პიარზე, მათ შორის, ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით

ერთიანი ოპოზიციის კრიტიკა გათვლილია პიარზე, მათ შორის, ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით – ყველა რეიტინგი იმისგან საპირისპიროზე მიუთითებს, რასაც ოპოზიცია აცხადებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ანტიკორუფციული მიმართულებით “ძალიან სერიოზული წარმატება გვაქვს, რომელიც უწყვეტად გრძელდება”. “მე არ […]
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „თავისუფლების ფარი“ – დაიწყეს, რომლის მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა, – ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული […]
ლილე ლიპარტელიანი – ანტიკორუფციული ბიურო რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოს, უნდა იწყებდეს ცესკო-ს თავმჯდომარის ოჯახის დეკლარაციების შესწავლას

ანტიკორუფციული ბიურო რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოს, უნდა იწყებდეს ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ოჯახის დეკლარაციების შესწავლას, მათ შორის დედამისის შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის ასახული დეკლარაციაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილი, “რომელიც კაპიტალის მოგროვებაზეა ორიენტირებული, ცხადია, თავის გადაწყვეტილებაში ვერ იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და […]