ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურზე – ჩვენი ყველა გადაწყვეტილება გრძელვადიან შედეგზე იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე – ჩემს ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარს 10% ეთმობოდა

რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო – ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ, შესაცვლელი პროპორციაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. აზარაშვილის თქმით, მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო […]
ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლია

მიუსაფარი ძაღლების ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 150 ძაღლი ირიცხება. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ოფიციალურად აღრიცხული მიუსაფარი ძაღლების მხოლოდ 32% ანუ 10 500 ძაღლია სტერილიზებული. კვლევა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა. როგორც კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციაში აცხადებენ, 2024 წელს აქცენტი ძაღლების სტერილიზაციაზე გაკეთდება. ცნობისთვის, თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. […]
ზურაბ აზარაშვილი – მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა – შევძელით ჯანდაცვის სისტემაში გადაუჭრელი პრობლემების და 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების განხორციელება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი,ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ შეძლო სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება“, მათ შორის აზარაშვილის თქმით, დააინიცირა სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელიც „არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას […]
ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რონალდ პრაისს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების: “Le Figaro”, „The Telegraph“, „GQ“, „Die Presse“, „Snow“, „Backcountry Magazine“, „Downdays“ წარმომადგენლებს მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში, საქართველოს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ. მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს. „საქართველოში პირველად ვარ, […]
რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურში დარღვევები გამოვლინდა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, 2021-2022 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ბათუმის „სანდასუფთავების” სამსახურში დარღვევები გამოვლინდა. რეზო ხარაზი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს პასუხისმგებლობას აკისრებს. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, გამოქვეყნებული დასკვნით, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შპს “სანდასუფთავებას” ეხება, აღწერილია ის პრობლემები, რომლებზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში საუბრობდა. დასკვნის მიხედვით არამიზნობრივად არის […]
ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც Reuters-ი წერს, სტიქიის ეპიცენტრში დედაქალაქ ალმათიში იყო. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი უწყებაში დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ელჩის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სავარაუდოდ, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, რუსული მედიის ცნობით, გერმანელი სამხედრო ოფიცრები უკრაინის […]
ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან სოფლის მეურნეობის საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რონალდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ […]
„მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს“ – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში მისი თანამდებობაზე ყოფნის 2 წლის შესახებ წერს. როგორც ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, სამინისტროში გატარებული ყოველი დღე სტრესთან და ზეწოლასთან იყო დაკავშირებული. მისი თქმით, ქვეყანაში მძლავრი ბიზნესდაჯგუფებებისთვის უწევდა წინააღმდეგობის გაწევა, რათა ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები განეხორციელებინა. „კომერსანტი“ ყოფილი მინისტრის პოსტს უცვლელად, სრულად გთავაზობთ. „მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით […]