რომან გოცირიძე – ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა – სკანდალური აღსარება გამოუვიდა, ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა

ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა – სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის „ფეისბუკ“ სტატუსს გამოეხმაურა. როგორც გოცირიძე წერს, ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა. […]
ირაკლი ზარქუა – ჩვენს ქვეყანას მწვალებლებთან, „ნაცებთან“ და „ნეონაცებთან“ კოალიციური მმართველობა არ ემუქრება

ჩვენს ქვეყანას მწვალებლებთან, „ნაცებთან“, „ნეონაცებთან“ და აი, ამ წარმომადგენლობებთან კოალიციური მმართველობა არ ემუქრება – ერთმანეთში ვაჭრობენ, ვინ როგორ გარიგდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას ერთმანეთში კონკურენცია აქვს გამოცხადებული და 20%-იან მხარდაჭერაზე ნადირობენ. როგორც ზარქუა აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. „მგონია, რომ საერთოდ კოალიციურ […]
ლევან ხაბეიშვილი – 2012 წლიდან 2024 წლამდე ივანიშვილის პარტიამ ადამიანებს პროდუქტების ფასები, ფაქტობრივად, ორ ნახევარჯერ გაუძვირა – ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს

2012 წლიდან 2024 წლამდე ივანიშვილის პარტიამ ადამიანებს პროდუქტების ფასები, ფაქტობრივად, ორ ნახევარჯერ გაუძვირა. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს „უმძიმესი […]
კაცს, რომელმაც კახეთში ორი მეზობელი მოკლა, 18 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

თელავის საქალაქო სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ორი თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხელში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ კაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე […]
სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა დაიწყეს დიდი მასშტაბის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა

სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 4 მარტს დაიწყეს დიდი მასშტაბის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა. სამხედრო სწავლების მიზანია, გააძლიეროს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხესთან გასამკლავებლად მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გაზარდა რაკეტების გამოცდის ინტენსივობა და გააძლიერა აგრესიული რიტორიკა. სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ჯარებმა დაიწყეს კომპიუტერულ სიმულაციაზე დამყარებული სამეთაურო წვრთნა სახელწოდებით „მშვიდობის […]
ზურა ელიბაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და საქართველოს დაზარალებულისთვის 12 000 ევროს გადახდა დააკისრა ორგანიზაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე – „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მათ მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე […]
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე კანდიდატ ბორის ნადეჟდინს საბოლოოდ უთხრა უარი რეგისტრაციაზე

რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო საბჭომ 4 მარტს არ დააკმაყოფილა ომის მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო კანდიდატ ბორის ნადეჟდინის აპელაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თაობაზე. „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი მითხრეს,“ დაწერა ტელეგრამში 60 წლის მეცნიერმა და ყოფილმა კანონმდებელმა. აპელაცია, რომლის დაკმაყოფილებაზეც თქვა უარი რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო საბჭომ, ეხებოდა […]
,, ფილმი “13” გახსოვთ, ხომ?! რა ვქნათ, ჰა?!ჩვენც ხო არ წავუყომაროთ?!” – დემურ გიორხელიძე

,, ფილმი “13” გახსოვთ, ხომ?! რა ვქნათ, ჰა?!ჩვენც ხო არ წავუყომაროთ?!” – დემურ გიორხელიძე ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: ,,საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთში ჩავიდა. სომხეთში იარაღი შედის საფრანგეთიდან. სომხეთმა იარაღის დიდი პარტია შეიძინა ასევე ინდოეთისგან. p.s. მოკლედ, ფილმი “13” გახსოვთ, ხომ?! რა ვქნათ, ჰა?!ჩვენც ხო არ წავუყომაროთ?! ტვინგახურებულ ქართველებს მივმართავ, – ბოღმისგან ლამის შიგნიდან რომ გასკდნენ და […]
„ყიდულობ ნივთებს იმიტომ, რომ გგავს” – ანდრო დგებუაძე Autogallery-ს კამპანიას შეუერთდა

„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია Autogallery-მ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის თვითგამოხატვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნაა. ანდრო დგებუაძე Autogallery-ს ახალ კამპანიას შეუერთდა და მის ფარგლებში Facebook და Instagram გვერდების საშუალებით, მსმენელს თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე, საშუალებებსა და იდეაზე ესაუბრება. ანდრო დგებუაძე: „როდესაც მოგინდება, რომ გამოხატო შენი თავი, მერე ხვდები, რომ თვალი გაგირბის იმისკენ, რაც შენ გგავს! ეს არის […]
აზარაშვილი მადლობას უხდის ღარიბაშვილსა და გუნდს, საუბრობს საკუთარ მიღწევებზეც

საქართველოს ჯანადვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს თანამდებობის დატოვების შემდეგ. ის სამინისტროში მუშაობის დროს საკუთარ მიღწევებზე საუბარის დაწყებამდე მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს – ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მინისტრად დანიშნა. “გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის […]