კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო „Hi Seoul Friends” და ქალაქ სეულის მერის მადლობის წერილი ქართულ კომპანია PSP-ს

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო „Hi Seoul Friends” და ქალაქ სეულის მერის მადლობის წერილი ქართულ კომპანია PSP-ს უცხოურ კომპანიებს „Hi Seoul Friends” ჯილდოს ანიჭებს ქალაქ სეულის მერია, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად კორეული კომპანიებთან გამორჩეული და წარმატებული თანამშრომლობისთვის. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა; რომელმაც ასევე პირველმა, 2019 წელს კორეულ კოსმეტიკურ ბრენდ „მიზონთან“ თანამშრომლობა დაიწყო […]
„თბილისში ყველგან კორპუსი შენდება და ქიმწმენდებისთვის ცალკე შენობების ადგილი არ არის, ალბათ ბევრი დაიხურება“ – რას შეცვლის ახალი რეგულაციები სფეროში

„ძალიან ცუდია რასაც აკეთებენ. აღარ იცის მთავრობამ, როგორ მოსპოს ხალხი. ბევრ კომპანიას ისედაც პრობლემები აქვს და ცდილობს ნელ-ნელა აეწყოს. ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი არავინ იცის, რა იქნება. სავარაუდოდ, ბევრი დაიკეტება“, – ამის შესახებ ქიმწმენდის ობიექტის „სმარტ ქლინის“ მფლობელმა ლევან თუმანიშვილმა „კომერსანტთან“ ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქიმწმენდის ობიექტისთვის დამოუკიდებელი შენობის მოძიება დედაქალაქში იმდენად […]
“კვარას” გოლზე “ნაპოლის” ფანი გადაირია [VIDEO]

გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში, “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ აღნიშნა “პარტენოპეის” გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი. შეგახსენებთ, “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
ქიმწმენდების ნაწილი დაიხურება, მომსახურება გაძვირდება – სექტორის მოლოდინები

ქიმწმენდის საწარმოებისთვის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც არაერთ მოთხოვნას ითვალისწინებს, მათ შორის ქიმწმენდების საცხოვრებელ შენობაში განთავსება იკრძალება. სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, რომ საკითხზე მათთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა და რეგლამენტის სამუშაო პროექტი ბიზნესომბუდსმენისგან მიიღეს. „პრესტოს“ ექსპრეს ქიმწმენდების ქსელის დირექტორის, ხათუნა გაბუნიას თქმით, დადგენილების ამოქმედების შესახებ მედიიდან შეიტყო. როგორც ის განმარტავს, რეგლამენტს სექტორზე ნეგატიური გავლენა ექნება, ვინაიდან […]
თიბისის მხარდაჭერით Google-ის ინიციატივა „Women Techmakers“ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან. პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს. კონფერენციაზე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები […]
„ბავშვს ბანაკში დასაძინებლად დამამშვიდებელი დაალევინეს… ბანაკელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ თუ ღამე ვერ დაიძინებენ, არსებობს წამალი რომელიც დააძინებთ – როგორია?“ – რას პასუხობს მშობელს ბანაკის დამფუძნებელი

„ბავშვს ბანაკში დასაძინებლად დამამშვიდებელი დაალევინეს… ბანაკელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ თუ ღამე ვერ დაიძინებენ, არსებობს წამალი რომელიც დააძინებთ – როგორია?“ – რას პასუხობს მშობელს ბანაკის დამფუძნებელი მოზარდს ზამთრის სასრიალო ბანაკში დამამშვიდებელ წამლებს ასმევდნენ – ამის შესახებ ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს. თაკო კოსტავა თქმით, ბავშვს დამამშვიდებელი „ვალერიანი” ძილის წინ, მასთან შეთანხმების გარეშე მისცეს, ასევე, დაალევინეს […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოს” ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და პასტერის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
ჰამასი: არ ვიცით მძევლებიდან ვინაა ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა ბასიმ ნაიმმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჰამასს არ აქვს ინფორმაცია, ისრაელელი მძევლებიდან ვინაა ჯერ კიდევ ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი. აქამდე, ჰამასის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესში ცოცხალი მძევლების სიის გადაცემაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ართულებდა. “პირველ რიგში, ტექნიკურად და პრაქტიკულად, ახლა შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ ვინაა ცოცხალი და ვინ […]
პესკოვი: გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები ომში დასავლეთის ჩართულობას აჩვენებს

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში. “დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში. ჩანაწერი აჩვენებს, რომ ბუნდესვერი არსებითად და კონკრეტულად განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის გეგმებს ეს არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას და ყველაფერი ისედაც ცხადია”. – თქვა პესკოვმა. პესკოვის თქმით, გასარკვევია გერმანელი სამხედროები […]
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 4 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.18 თეთრით გაუფასურდა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.659 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8863 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.