1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6590 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6590 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8863 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. […]

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 24“ მასპინძლობს

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 24“ მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. „სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის […]

პიტერ სიიარტო – ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო პირობები მზად ჯერ არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ გაიმართება. შესაბამისი განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ამ შეხვედრისთვის გარკვეული წინაპირობებია საჭირო, ხოლო შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო პირობები მზად ჯერ კიდევ არ არის“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. ცნობისთვის, იანვარში, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ […]

თავდაცვის მინისტრი ჩინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „საუბარი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ჩინეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე, თანამშრომლობის […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. […]

აზარაშვილი: ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს დაწყებული აქვს ე.წ. სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, რომლის მეშვეობითაც ფარმაცევტულ კომპანიებს ექიმებთან მარკეტინგული აქტივობები შეეზღუდებათ. აზარაშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში. ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს. მისი თქმით, პაციენტის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6590 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6590 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8863 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. […]

რა არის შეღავათიანი აგროკრედიტი – ყველაფერი, რაც აგრობიზნესის დაფინანსებაზე უნდა იცოდეთ

სოფლის მეურნეობისთვის წლის ყველაზე ინტენსიური პერიოდი დგება. გაზაფხული სწორედ ის დროა, როცა ხეხილს, ვენახს, თუ სხვა ნარგავებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ფერმერები რესურსების მობილიზებას იწყებენ, მოსავლიანობის ზრდასა და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში კი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ფინანსური მხარდაჭერა ასრულებს. სწორედ ამიტომაც, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს აგრო ბიზნესს და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. მათ […]

„ვინ აკონტროლებს საქართველოში შემოსულ ნარკოტიკებს, ან თუნდაც სააფთიაქო ნარკომანიას“ – რას გვიყვება კახა მიქაია

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია: – ბატონო კახა, საქართველოში ნარკოტიკების გასაღება–მოხმარების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. სიტუაციას ის ამძიმებს, რომ არა მხოლოდ ჩვეულებრივი საწამლავი შემოდის და იყიდება ე.წ. მკვლელი ნარკოტიკი. აპარტეიდის დროინდელი სამხრეთ აფრიკა გამახსენდა, როდესაც თეთრკანიანები შავკანიან მოსახლეობაში სპეციალური მეთოდით დამზადებულ ნარკოტიკებს ასაღებდნენ, რომელიც ხოცავდა მათ. ამას აკეთებდნენ შავკანიანი მოსახლეობის შესამცირებლად. შემდგომში ამას გენოციდის […]

“ვილაპარაკოთ სიმართლე” – სუსის “სპეცოპერაციის” დეტალები – რა იყო დაგეგმილი და რა მოხდა რეალურად წალენჯიხაში?

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, რომელმაც პირველი განცხადება, მერიის ორი თანამშრომლის დაკავების თაობაზე, დაკავების დღესვე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გაემიჯნა დანაშაულს, მზაობა გამოთქვა გამოძიებაში მონაწილეობისა და ჩართულობის და ასევე, საზოგადოებას დაპირდა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა, სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს: “ნებისმიერ დანაშაულს ვემიჯნებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე”. მისი ინფორმაციით, სუსმა მოახდინა დანაშაულის პროვოცირება, შემდგომში, თვალსაჩინო, მასშტაბური “სპეცოპერაცია” დაგეგმა […]