შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე აქციზი შემცირდეს

შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადი შემცირდეს – შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.
ცვლილებების გათვალისწინებით, აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე 60-დან 30 ლარამდე შემცირდება.
ცვლილებების ინიციატორები კი უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად, დაახლოებით 24 965 047,2 ლარით შემცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო