სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება: 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი […]

ჯაფარიძე: არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ისტორიულ მაქსიმუმს დადებს

ჩემთვის ინდიკატორი არის ხალხი. ვიღაცის ნათქვამს არასოდეს ვსაუბრობ. მე ის პოლიტიკოსი ვარ, რომელიც სულ ხალხშია და ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ხვდება. ჩემთვის ყველაზე დიდი ინდიკატორი სწორედ მათთან კომუნიკაციაა და ის, თუ რას ვიღებ და ვისმენ მათი მხრიდან. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ 2024 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ისტორიულ მაქსიმუმს დადებს.

ქართველ და რუს მგზავრებს შორის დაპირისპირების გამო მემინგენი-ქუთაისის რეისს რუმინეთში დაშვება მოუწია

ავიაკომპანია ვიზეარის მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა. ნეტგაზეთის ცნობით, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოცემა ინფორმაციას ერთ-ერთ მგზავრზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.

CCS: ფოტოგრაფიის მუზეუმმა ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაციისთვის სივრცე არ დაგვითმო

შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის (Creative Collective Spectrum) ცნობით, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა მათ ქვიარ თემატიკაზე წიგნის, “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე უარი უთხრა. სპექტრის განცხადებით, წიგნის პრეზენტაცია მუზეუმში 6 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა, მათივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ მუზეუმის ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ შენობის “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების […]

ამერიკელ ამომრჩეველს ბაიდენის და ტრამპის ასაკი აშფოთებს

შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის მოსახლოების მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ან მისი სავარაუდო რესპუბკიკელი ოპონენტის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის უნარს სათანადოდ მართონ ქვეყანა. გამოკითხვებმა ეს შედეგი მათი ასაკის გათვალისწინებით აჩვენა – პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლისაა, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი 77 წლის. 10-დან 6-ზე მეტი (63%) […]

აბორტის უფლება საფრანგეთში კონსტიტუციით გაამყარეს

780 ხმით 72-ის წინააღმდეგ – საფრანგეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც ქალებს მისცა “გარანტირებული თავისუფლება” აბორტზე. ამით საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აბორტის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. ცვლილების მოწინააღმდეგეების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პარლამენტში ოვაციებით შეხვდა. BBC-ს ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას “საფრანგეთის სიამაყე” უწოდა. აბორტი საფრანგეთში 1975 წლიდან ლეგალურია. ამის მიუხედავად, საფრანგეთის […]

8 მარტს შეხვედრას გამართავენ ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი

უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 8 მარტს ფლორიდაში შეხვედრას გამართავს აშშ-ის ექსპრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან – ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა თავისი ვეტერანი მოკავშირის პრეზიდენტად დაბრუნებას წლევანდელ არჩევნებში. მემარჯვენე ორიენტაციის ორბანს – რომელსაც ევროკავშირთან ხშირი დაპირისპირება აქვს თავისი ანტისაემიგრაციო კამპანიების და სასამართლო სისტემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გამაძლიერებელი ნაბიჯების გამო – […]

ეს “ბულონის ტყეში” გაკეთებულ-გაზრდილი რა დღეშია ნახეთ რა?! – თემურ გვალია პრეზიდენტზე

ეს “ბულონის ტყეში” გაკეთებულ-გაზრდილი რა დღეშია ნახეთ რა?!”- ასე ეხმიანება მსახიობი თემურ გვალია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოქმედ და მომავალ პატრიარქთან დაკავშურებით. ნუ იგინებიო.. ვიგინები კი არა, ამის უნამუსო, შემოგდებულ დედას შ@@@ეცი მე! დაავალეს ეკლესიას შეუტიეო ამ სლექალას და ესეც ასრულებს თავის ჭკუით.. დ.შ. შენსას სალომე”- წერს თემურ გვალია.

უკვე წლებია საზოგადოებიდან დაკვეთა არსებობს, რომ სახელმწიფომ ლგბტ პროპაგანდა აკრძალოს

ჩვენი ერთ-ერთი გენერალური ხაზი საარჩევნოდ, სხვა საკითხებთან ერთად, რაც ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ. მოიცავს, იქნება ქართული ტრადიციებისა და იდენტობის დაცვა, რამაც აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა, ანუ – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, […]

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს შეუნარჩუნდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კოლორადოს შტატის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს და გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს. ტრამპს კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა გასული წლის დეკემბერში აუკრძალა. მიზეზად, კონსტიტუციის მე-14 შესწორების დარღვევა დასახელდა, რაც აშშ-ს წინააღმდეგ აჯანყებას გულისხმობს. ამ მუხლის დამრღვევ პირს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ […]