2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება – ბითაძე

4 მარტს, პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა. როგორც ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, 2 წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ადამიანმა ცხოველის ყიდვის შემთხვევაში შესაბამის სწავლება გაიაროს. „დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო კარგი […]
ლებეფი: პორტუგალიას ევრო 2024-ის მოგება მხოლოდ რონალდოს გარეშე შეუძლია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ფრანკ ლებეფს მიაჩნია, რომ პორტუგალიას რონალდოს გარეშე ევროპის ჩემპიონატის მოგების მეტი შანსი აქვს: “ვფიქრობ, პორტუგალია ევრო 2024-ის მოგების პრეტენდეტთა შორისაა. ტურნირზე გამარჯვების მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რონალდოზე უარს იტყვიან. მინდა რონალდოს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული”, – ციტირებს ლებეფს Goal-ი.
პიტერ სიიარტო – მშვიდობა და კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები ტრამპის სახელის სინონიმებია

როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. სიიარტომ აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც უფრო სწრაფად მოგვარდებოდა. „დონალდ ტრამპის […]
გაეროს ანგარიში – დამაჯერებელი ინფორმაციაა აღმოჩენილი, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა

გონივრული საფუძველი არსებობს, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა, – ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი. „ასევე, შეგროვდა სანდო გარემოებითი ინფორმაცია, რომელიც სექსუალური ძალადობის ზოგიერთ ფორმაზე, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაზე, სექსუალურ წამებაზე ან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში. „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, […]
PlayBoy-მ პირველად გარეკანზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო გამოაქვეყნა

მექსიკური PlayBoy პირველია ქსელში, ვინც გარეკანზე, რეალური მოდელის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო გამოიყენა. თავად ჟურნალის ცნობით, სამანტა ევერლის ფოტოს გამოქვეყნებამ (ასე ჰქვია იმ მოდელს, რომლის სურათიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა) მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პუბლიკაციის ავტორები ხაზს უსვამენ თავიანთ ერთგულებას გლობალური ტენდენციებისადმი და აცხადებენ, რომ ჟურნალის მკითხველები ერთ-ერთი პირველები იქნებიან, ვინც ხელოვნური ინტელქეტის მიერ […]
,,მესმის, რომ “პირიქითა სექტის” მხრიდან ვირტუალური ქვების ჩაქოლვა არ ამცდება“ – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი: ,,მესმის, რომ კიდევ ერთ სარისკო თემას ვეხები და “პირიქითა სექტის” მხრიდან ვირტუალური ქვების ჩაქოლვა არ ამცდება, თუმცა მე მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან და შეკითვებს დავსვამ, რისი უფლებაც ალბათ უნდა მქონდეს. მაშ ასე, გახშირდა ჩემს “კედელზე” კომენტარებში ასეთი კითხვა: როდის გამოვაცხადებთ და რატომ არ ვაცხადებთ საქართველოში მართლმადიდებლობას – სახელმწიფო რელიგიად. სახელმწიფოსა და […]
წითელ ზღვაში სამი საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში გაყვანილი სამი კაბელი გაწყდა. წყალქვეშა გაყვანილობა ინტერნეტით და ტელეკომუნიკაციით მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანას უზრუნველყოფს. წითელი ზღვის ინფრასტრუქტურა კვლავ იემენელი ჰუთების სამიზნედ რჩება. სავარაუდოდ, სწორედ მათი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად მოხდა ხანძარი ადენის ყურეშიც, რის გამოც იქ 4 მარტსვე, ერთი გემი დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გაწყვიტა საკომუნიკაციო ხაზები. არ […]
„ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი ყველა სხვა დროს წარმოდგენილ დოკუმენტზე უარესია – UPS

კანონპროექტი, რომელიც ბოლო 10 წელია იწერება, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორს კვლავ განახლებული სახით წარუდგინა. საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე გვერდიან შენიშვნებს შორის, რომელიც საფოსტო ბიზნესმა ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა. კერძო სექტორის შეფასებით, ევროკომისიასთან შეთანხმებული რეფორმის ძირითადი პრინციპების შესაბამისად „ფოსტის შესახებ“ ახალი კანონი უნდა არეგულირებდეს […]
43 ქვეყანა მოითხოვს ნავალნის სიკვდილის საერთაშორისო გამოძიებას

40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებზე და განაცხადა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ევროკავშირის ქვეყნები შეუერთდნენ აშშ-ს, ბრიტანეთს, უკრაინას, ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას და ნორვეგიას 4 მარტს, აღშფოთების გამოხატვაში ნავალნის სიკვდილზე. ევროკავშირის ელჩმა, ლოტე კნუდსენმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 43 ქვეყნის სახელით უთხრა, […]
ქუთაისის აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებაში აღნიშნავს, ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია. მანამდე საქაერონავიგაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.