„საქსტატი“ – 2023 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1 პროცენტით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა

2023 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1 პროცენტით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. „2023 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0 პროცენტით მეტია. 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს […]
ბელგიის პრემიერ-მინისტრი – ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა

ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ქვეყნიდან ათობით ე.წ. რუსი დიპლომატის დეპორტაცია მოახდინა. იყვნენ თუ არა ისინი ჯაშუშები? ცხადია, რომ დიახ“, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ. ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბელგიას სხვადასხვა გზით უტევს და დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს. „როდესაც […]
პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების განსაზღვრასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება იმ მოადგილემ განახორციელოს, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან დაინიშნება, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ე.წ. ოპოზიციონერმა მოადგილემ ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს. პრეზიდენტის ეს წინადადება ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებშია ასახული, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო. პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური […]
„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იანვარ-თებერვლის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე. „ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე – […]
ალექსანდრე ტაბატაძე – პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით […]
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამით ხსნის. „საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, […]
პირველკლასელად დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილება. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ცვლილების თანახმად, ბავშვის […]
ევროკავშირის ელჩები სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვეს. ამის შესახებ თვითონ ლავროვმა ისაუბრა. როგორც ლავროვმა თქვა, შეხვედრა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დასთმობოდა, თუმცა ორი დღით ადრე შეტყობინება მიიღო, რომ ელჩები არ მივიდოდნენ. “წარმოგიდგენიათ დიპლომატიურ დონეზე ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელთა ელჩებს ეშინიათ იმ ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე მისვლა, რომელშიც ისინი არიან აკრედიტებული? სად […]
ირაკლი კობახიძე – მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. როგორც მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი […]
საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის ანგარიში – ქვეყანამ ტურიზმიდან 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული შედეგები დაფიქსირდა: ქვეყანამ ტურიზმიდან 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მათ შორის, რეკორდული იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთა რაოდენობა – 1,6 მლნ. მგზავრი. ანგარიშის მიხედვით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საქართველოს […]