ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს – პაატა იმნაძე

ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა მოიმატოს – სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა იყო, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტია. ამასთან, იმნაძე განმარტავს, რომ წითელასგან დაცვის ერთადერთი […]
კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე დაასახელებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე დაასახელებს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რამდენიმე საკადრო ცვლილებაა მისაღები, მათ შორის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით. “ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე… ჯერჯერობით არც მე პირადადა, არც ირიბად, არც ერი ადამიანისთვის მინისტრობა არ შემითავაზებია. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს”, – აღნიშნა კობახიძემ. 1-ელ მარტს საქართველოს […]
IDF-მა გამოაქვეყნა ზარი, სადაც გაეროს თანამშრომელი ჰყვება, თუ როგორ დაატყვევა ისრაელელი ქალი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა 7 ოქტომბრის სატელეფონო ზარი, სადაც გაეროს ღაზის ოფისის თანამშრომელი მის კოლეგასთან საუბარში ჰყვება, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა ჰამასის თავდასხმაში. გაეროს ღაზის ოფისის თანამშრომელი, მასწავლებელი იუზეფ ალ-ჰავაჯარა ამბობს, რომ დაატყვევა ისრაელელი ქალი და მას “სექს მონას” უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნული სატელეფონო ზარი სოციალურ ქსელ X-ზე, (ყოფილი Twitter) გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, დატყვევებული […]
ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში გუბკინის ნავთობსაცავში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ტელეგრამ-არხი SHOT წერს, რომ ეს უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგია. ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამზე გაავრცელა ცნობა, რომ გუბკინის საქალაქო ოკრუგში მოხდა აფეთქება, რის შემდეგაც “ინფრასტრუქტურულ ობიექტზე” ხანძარი გაჩნდა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შენობაზე იყო ლაპარაკი, თუმცა SHOT-ის გარდა ანონიმურმა ტელეგრამ-არხმა 112-მა გაავრცელა ცნობა, […]
წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თემურ შარიქაძემ თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო – თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო შარიქაძის გათავისუფლების ბრძანება. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს. “გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ 2024 წლის 5 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე თემურ შარიქაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა […]
არასრულწლოვანი შვილების სიუჟეტში მოხსენიება, მათ შორის მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
არასრულწლოვანი შვილების სიუჟეტში მოხსენიება, მათ შორის მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მინდა გამოვეხმაურო „ტვ პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტს, რომლის მიზანიც უსაფუძვლო შეფასებებით, საზოგადოებისთვის […]
ირაკლი კობახიძე – ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია – გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია. მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს. კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, გაუშვა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. პრემიერმა თქვა, რომ „ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ […]
ანგარიში – 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა. მონაცემების მიხედვით, სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები. “შედარებისთვის: 2022 წელს გვქონდა 81, ხოლო 2023 წელს – 108 […]
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული […]
მარიამ ქვრივიშვილი – აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გამო, საქართველომ მილიონ 500 ათასზე მეტი ტურისტი დაკარგა, რაც დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გამო, საქართველომ მილიონ 500 ათასზე მეტი ტურისტი დაკარგა, რაც დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია. ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „მნიშვნელოვანია ასევე ვისაუბროთ, მათ შორის იმ გამოწვევაზე, რომელიც როგორც ტურისტული, ასევე საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის კუთხით გვაქვს. მოგეხსენებათ, ტურისტული ვიზიტები […]