GFF-ში არ ადასტურებენ, რომ თოფურია ლუქსემბურგთან მატჩს გახსნის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფის ნახევარფინალურ შეხვედრას UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გახსნის. ამ კითხვით ფედერაციას მას შემდეგ მივმართეთ, რაც ილია თოფურიამ პირად ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე საჩემპიონო ქამრის ჩამოტანას სთხოვდა, უპასუხა, რომ იქ იქნებოდა: „მანდ ვიქნები“ — დაუწერია […]
მდინარაძე: უტრირებულად რომ ვთქვათ, ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგა

უნდა შევძლოთ გამოვნახოთ ძალა, ერთი მხრივ, უფლებების დაცვის კონტექსტში არა თუ რაიმე რისკი გავაჩინოთ – ეს რისკები არსებობს, შარშანაც ვილაპარაკე, რომ რისკია, ეს სწორი მესიჯი რადიკალურმა ძალებმა ცუდად – არამედ, უფლებების დაცვის ხარისხი უნდა გავზარდოთ, ცაში უნდა ავიტანოთ. არც ერთ ადამიანს, ნებისმიერი არატრადიციული და განსხვავებული წარმოდგენების თუ ცხოვრების წესის მიუხედავად, არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. […]
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებისა და ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები ერთმანეთს შეეჯახნენ

ფილიპინური BRP Cabra-ს მეორე თომასის მეჩეჩთან, იგივე აიუნგინის მეჩეჩთან მიახლოებისას, ჩინური სანაპირო დაცვის ხომალდი მანევრებს ასრულებს, 2023 წლის 10 ნოემბერი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე დაძაბულობა გრძელდება. დღეს, 5 მარტს ზღვაში ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდები ერთმანეთს შეეჯახნენ. ინციდენტის შედეგად ფილიპინური გემის ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა. ოფიციალური მანილას თქმით, ჩინეთის სანაპირო დაცვისა […]
ლგბტ პროპაგანდა არის დამანგრეველი მომავალი თაობებისთვის, თუ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის
ლგბტ პროპაგანდა არის დამანგრეველი მომავალი თაობებისთვის, თუ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა, ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით, – ამის შესახებ […]
ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325მლნ-ით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 6.92 მლრდ დოლარს შეადგენს და რეიტინგში 374-ე პოზიციას იკავებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 6,72 მლრდს შეადგენდა. წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, მისი ქონება 325 მლნ დოლარით გაიზარდა. ბოლო ცვლილება +50 მილიონი დოლარია; Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის […]
თოვლი, ქარბუქი, შტორმი – საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების […]
Aqualia-მ ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები წარადგინა

4 მარტს, ჯივიპიმ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა. ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანიამ Aqualia, 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა ახალი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრების გახსნით დაიწყო. კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო. ჯივიპიში ევროპული სტანდარტებისა […]
„მიმდინარეობს მუშაობა უახლოეს თვეებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე“

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის სრული განახლებისა და გამტარუნარიანობის სამუშაოების 95 პროცენტამდე უკვე დასრულებულია, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Trend.az. მისივე თქმით, გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო მუშაობა BTK სარკინიგზო ხაზის განახლებასა და საპროექტო შესაძლებლობების გაფართოებაზე, პროექტი ხუთ ეტაპს მოიცავდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია. „ამ კუთხით საქართველოდან მიღებული იქნა შესაბამისი დამადასტურებელი […]
“ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტით ვერცერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა” – კობახიძე

ტურიზმის ინდუსტრიის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ისაუბრა. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძეც შეაფასა, ხოლო კითხვაზე, რატომ ჩააბარა მას მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხაზარაძე ინვესტორების შემოყვანის პირობას იძლეოდა. “ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ინვესტორებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ […]
რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურებები – რეიტინგი

საქსტატმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში იყო და ის თვეში 4,421 ლარს შეადგენდა (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით ხელზე ₾3,536). ამ სექტორში ანაზღაურება წლიურ ჭრილში 17%-ით არის გაზრდილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5 ათასით არის გაზრდილი, რაც საქართველოს IT სექტორში მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. ხელფასით […]