7 მარტიდან 8 მარტამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების […]

მამუკა მდინარაძე – LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, დამანგრეველი მომავალია თაობებისთვის, თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, დამღუპველი იქნება ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის – უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა

LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. „ჩვენ გამოვიგონეთ მაგალითად რომის პაპის ძალიან ხისტი, მკაფიო განცხადება, რომელიც წინა დღეებში გავრცელდა? ჩვენ გამოვიგონეთ ის, რომ […]

იაგო ხვიჩია – ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმართ არსებობს პატიმრების იმედი და მოლოდინი

ხალხი ელოდება ამნისტიას და ეს იმედი გააჩინა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა მისაღებს ორჯერ აღემატება. ცხადია, რომ ეს ადამიანებში მოლოდინს გამოიწვევდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ, ბიურომ 2 თვით გადადო პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორია და ხელს […]

ლადო მგალობლიშვილი – სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლების მოთხოვნა, მისი რეჟიმის მსხვერპლთა და საერთოდ, ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა

სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლების მოთხოვნა, მისი რეჟიმის მსხვერპლთა და საერთოდ, ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა, – ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნისას, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული განცხადებები. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სისტემური წამებისა და ძალადობის მთავარი არქიტექტორი და შემოქმედი […]

მაია ბითაძე – იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით და სწორად მოეკიდება ამ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც იყიდის და შემდგომ ქუჩაში გააგდებს ძაღლს. მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს და უკონტროლოდ გაამრავლებს. ეს არის ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით შევასრულებთ, – ამის შესახებ […]

„სერგეი კოტოვზე“ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები – უკრაინის თავდაცვა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა: „არიან დაღუპულები და დაჭრილები. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეკიპაჟის ნაწილის ევაკუაცია მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ათზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა მტერმა უახლოეს ნაპირზე. ანუ ევაკუაციის ოპერაცია […]

,, პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში ნახეთ რა თქვა?” – მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტმა თავისი ვეტოთი გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის დასკვნებს ოპოზიციონერები უყურებდნენ, როგორც უპირობოდ ამოსავალ წერტილს და ჩვენ ვამბობდით, რომ რასაც ვეთანხმებით – ვიზიარებთ, რასაც არ ვიზიარებთ, იმაზე გვაქვს აბსოლუტურად არგუმენტირებული ახსნა. პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში […]

,,მაჭუტაძემ დაუთმო მელიას საარჩევნო ნომერი? სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას” – მამუკა მდინარაძე

ინფორმაციამ, რომ ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ხუმრობის ხასიათზე დააყენა. „მაჭუტაძემ [მელიას] დაუთმო [საარჩევნო ნომერი]? მოდი მოვუსმინოთ ამ ხალხს [მელიას და მაჭუტაძეს], რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო. ეს დიდი ამბავი, ეს სენსაცია და პოზიტიური ამბავი როგორ უცებ […]

“როდის დაამთავრებს რონალდო კარიერას?” – კრიშტიანოს მეუღლის პასუხმა ფანები შოკში ჩააგდო [VIDEO]

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს მეუღლემ ჯორჯინა როდრიგესმა ერთ-ერთ გულშემატკივარს განუცხადა, რომ “რონი” კარიერას ერთ ან ორ წელიწადში დაასრულებს. “კრიშტიანოს კიდევ ერთი წელი დარჩა და შემდეგ დაასრულებს, შესაძლოა, ორი, არ ვიცი”, – ამბობს როდრიგესი ვიდეოში. შეგახსენებთ, რონალდომ მიმდინარე სეზონში “ალ ნასრის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 28 გატანილი გოლითა და 11 საგოლე […]

იაგო ხვიჩია „ოცნებისგან“ ითხოვს განმარტებას, რატომ გადადეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 2 თვით

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის ბიურომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. ამის შესახებ მან დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. იაგო ხვიჩიას თქმით, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრიც თანხმდება, რომ ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა დიდია და ოპოზიციის დიდი ნაწილიც კანონპროექტს მხარს უჭერს, მისთვის გაუგებარია, რა გახდა განხილვის ორი თვით გადადების მიზეზი. „გუშინ, […]