უკრაინის დაზვერვამ ხომალდ “სერგეი კოტოვის” აფეთქების ვიდეო გაავრცელა [VIDEO]

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ააფეთქეს რუსული საპატრულო ხომალდო სერგეი კოტოვი. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი უკრაინული საზღვაო დრონების ტყვიამფრქვევებით მოგერიებას, რაც არ გამოუვიდა. აღბეჭდილია რამდენიმე აფეთქება. აქამდე გავრცელდა კადრები, რომლებშიც შორი მანძილიდან ჩანდა, როგორ ცდილობდა სანაპიროს მახლობლად მცურავი რუსული ხომალდი უკრაინული დრონების მოგერიებას, რასაც აფეთქება […]
თიბისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით ზრუნავს

თიბისისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე – ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა. „თიბისელების კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო […]
,, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმართ არსებობს პატიმრების იმედი და მოლოდინი“ – იაგო ხვიჩია

ხალხი ელოდება ამნისტიას და ეს იმედი გააჩინა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა მისაღებს ორჯერ აღემატება. ცხადია, რომ ეს ადამიანებში მოლოდინს გამოიწვევდა, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, გუშინ, ბიურომ 2 თვით გადადო პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორია და ხელს აწერს საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის […]
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ როდის შევთანხმდებით, იცით?“ – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

მათთან როდის შევთანხმდებით, იცით? – ხალხის არჩევანის გარეშე თუ მისცემ ხელისუფლებას. სხვანაირად მათთან ვერ შეთანხმდები. ან ლგბტ პროპაგანდას დასაშვებს გახდი ბოლომდე, ვეტინგს დაუშვებ. მათი პატრონების ნებას თუ დაჰყვები, ისე შეთანხმდები, სხვანაირად ვერა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. […]
თორნიკე რიჟვაძე შვედეთის ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. „თორნიკე რიჟვაძემ შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. […]
გიორგი ბოტკოველი – აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა გლეხების უმრავლესობა ვერ ახერხებს მიწების დამუშავებას და თავისი მრავალწლიანი კულტურის მოვლას

აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა გლეხების უმრავლესობა ვერ ახერხებს მიწების დამუშავებას და თავისი მრავალწლიანი კულტურის მოვლას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისივე თქმით, ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს, “პირველი, ის, რომ შარშან ფაქტობრივად, გაუნადგურდათ მოსავალი და მეორე, კატასტროფულად იზრდება ფასები, როგორც მცენარეთა მოვლის საშუალებებზე, შხამქიმიკატებსა და […]
₾2.6 მლნ-ის ტენდერები მიიღო კომპანიამ, რომელმაც გლდანში და წერეთელზე უხარისხოდ იმუშავა

2021-22 წლებში თეთრიწყაროს მერიამ გზების ცუდად რეაბილიტაციაში ₾2.6 მლნ გადაიხადა – “ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელებული 2,358,000 ლარის სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც სოფელ გოლთეთში მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას ემსახურებოდა. ტენდერი თეთრიწყაროს მერიამ 2021 წლის 11 მარტს გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით 2,692,732 ლარი. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა ფასი ჰქონდათ […]
რა ქენი, გუდუნა, ეს? – ზარქუა ხაბეიშვილს

ხმაურიანი სხდომა პარლამენტში – პლენარულ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუამ ასე უპასუხა: “რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა?” – ენმ-ს თავმჯდომარეს: ,,რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? საკრებულოში მთელი იმედები გვქონდა, გამოგწვრთენით, შემდეგ პარლამენტში ჩაგწერეს, გადმოხვედი, შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ჰა? რა გინდა ბაზარზე […]
,, ჰოდა ,ახლა იფრინე , “ჩიტებიან” ინფორმატორებთან ერთად ნიკანორ” – თაკო ჩარკვიანი

პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიმართავს: ,,არა რა , რომ დავადე ხელი ვალდებულებები აქვს და ამბიციერი მოღალატეა თქო ( ჯერ კიდევ როდის ვთქვი) , ისე კი არ ვთქვი ,ან როგორ ვეტყოდი ასეთ უკიდურეს სიტყვას-ბრალდებას , ინფორმაციის არსებობის გარეშე ,როგორ ვეტყოდი?! ( ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების- “ჩიტებიანების” სტილია, ჰოდა ,ახლა […]
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის სვანეთში ფრირაიდ კვირეული იწყება

თიბისის მხარდაჭერით, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWQ) საკვალიფიკაციო ეტაპებს უმასპინძლებს. ღონისძიება კურორტ ჰაწვალზე 9-12 მარტს გაიმართება. წელს, 9-10 მარტს, საქართველოში პირველად ჩატარდება ჯუნიორების სერია, სადაც მონაწილეობას 18 წლამდე ახალი თაობის სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართება: