რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს და ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოაბრუნოს
რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს და ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოაბრუნოს „რა ფორმაც არ უნდა მიიღონ, რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს“,– განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის […]
რუსთავში არსებული “ნაცგახარიების” ერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას მათმა ხელისუფლებაში მოსვლამ ნებისმიერ დონეზე
რუსთავში არსებული “ნაცგახარიების” ერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას მათმა ხელისუფლებაში მოსვლამ ნებისმიერ დონეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობა დამარცხდა უმცირესობაში მყოფ “ქართულ ოცნებასთან”. სასამართლომ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას კოალიციური საკრებულო ორი წლის განმავლობაში კანონდარღვევით, ხელოვნურად აფერხებდა რუსთაველების ინტერესებს და ხელს უშლიდა ქალაქის განვითარებას, – […]
„აზერბაიჯანთან ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და $400 მლნ-მდე დაკარგა“ – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვარი ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან საქართველომ აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ 1,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და $400 მლნ-მდე დაკარგა. „ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან ერთად, კვლავ გვაქვს გამოწვევა, რომ ტურისტული ვიზიტების რიცხვი, ისევე, როგორც აღდგა საერთაშორისო მოგაურების […]
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის სვანეთში ფრირაიდ კვირეული იწყება

თიბისის მხარდაჭერით, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWQ) საკვალიფიკაციო ეტაპებს უმასპინძლებს. ღონისძიება კურორტ ჰაწვალზე 9-12 მარტს გაიმართება. წელს, 9-10 მარტს, საქართველოში პირველად ჩატარდება ჯუნიორების სერია, სადაც მონაწილეობას 18 წლამდე ახალი თაობის სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართება: · U14 – თხილამური და სნოუბორდი · U16 – თხილამური · U18 – თხილამური და სნოუბორდი თიბისისთვის ახალი თაობის […]
სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე კი, ორბელიანების სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები აუდიენციას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი. ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ […]
ალეკო ელისაშვილი – ამ გადასახედიდან, ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, რაც შეეხება მელიას,არანაირი 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებ – ჩვენ არაჩვეულებრივი ნომერი გვაქვს, ყველაზე კარგი მთელ პოლიტიკურ სივრცეში

ამ გადასახედიდან, ოპოზიცია ვერ გაერთიანდება – პროდასავლური ძალები ამბობენ, უნდა გავერთიანდეთო და მაგრად ლანძღავენ ერთმანეთს. ოპოზიციაში ყველა ერთმანეთს დასცინის, – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები არაადეკვატურად იქცევიან და პოლიტიკურ რეალობას არაადეკვატურად აღიქვამენ. „ძალიან ბუნდოვანია გაერთიანების პერსპექტივა, ჩემი ღრმა რწმენით. ამას ბევრი რამ უშლის ხელს, პირველ რიგში, ოპოზიციური […]
ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას – ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ყველაფერს შესწირავთ, ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ – არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით!

ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ყველაფერს შესწირავთ, ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ – არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით! – ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაფაროს. „ასობით ათასი ბავშვი რომ საარსებო შემწეობას იღებს, გაზრდილს კი ბატონო, მაგრამ გაჭირვებაში რომ ცხოვრობს […]
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების 2023 წლის რეკორდული მაჩვენებლები წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა და მიმდინარე წლის გეგმების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა, მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო […]
ხატია დეკანოიძე – ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ! – ამაზე არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა – ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას

ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქალებს კლავენ და ამაზე არც ერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ფემიციდი სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, კოლეგა მამაკაცი […]
BLOOMBERG: 2021 წლის შემდეგ პირველად ჯეფ ბეზოსი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეშია

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, 2021 წლის შემდეგ პირველად, ჯეფ ბეზოსი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში მოექცა. Bloomberg ყოველდღიურად აახლებს მილიარდერების ჯამური ქონების ინდექსს. 5 მარტის მონაცემებით Amazon-ის მფლობელის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდერთა ინდექსის სიაში მეორე ადგილს Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი 198 მილიარდი დოლარით იკავებს. მესამე ადგილზე 197 მილიარდი დოლარით ფრანგი ბიზნესმენი, […]