განათლების მინისტრი – თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა – გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა

თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია – გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი. „ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა […]
გიორგი ვაშაძე – კითხვას ვუსვამ პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც – რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რეგიონში?

ადამიანები მაღაზიებში რომ შედიან შიშით არიან უკვე, ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტებს და თქვენ ეს სასაცილოდ არ გყოფნით, ხალხო! გეკითხებით, ეს ნორმალურია? გაეცით პასუხი ამ კითხვაზე ხალხს,- ამ შეკითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს. როგორც ვაშაძემ განაცხადა, პირველადი მოხმარების პროდუქტები საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ვაშაძემ იმავე შეკითხვით პრემიერ-მინისტრს […]
თაკო ჩარკვიანი – დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი?

დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, სჯობს პოლიტიკოსებმა ერთმანეთის ქილიკს თავი დაანებონ. „დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! […]
თბილისში იანვარში 3068 ბინა გაიყიდა – გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი დიდი დიღმის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა

2024 წლის იანვარში თბილისში 3,068 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.3%-იანი ზრდაა. Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+21.2% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 5.8%-ით შემცირდა. „მეორად ბაზარზე გაყიდვების პერიოდული კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს […]
ქობულეთში სკოლის დირექტორმა მოსწავლე გოგოებს ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით სიარული მოსთხოვა – სახალხო დამცველის აპარატი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლე გოგოებს სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით სიარული მოსთხოვა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს: ,,სახალხო დამცველმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ზოგადი წინადადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს და მოუწოდა: არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო […]
ხელვაჩაურში დირექტორმა მოსწავლე გოგოებს შარვლით სიარული აუკრძალა – ომბუდსმენი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლე გოგონებს თეთრი ბლუზითა და შავი ქვედაბოლოთი სიარულს ავალდებულებდა, ხოლო შარვლით სიარული მხოლოდ ზამთრის პერიოდში იყო დაშვებული. ამ საკითხზე ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათ მიმართა ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელმა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას არანაირი დირექტივა არ გაუცია და შეზღუდვა ზეპირსიტყვიერად […]
ფემიციდისა და პედოფილიის ნაცვლად, ხელისუფლება ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებს – თურაზაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ფემიციდსა და პედოფილიას ებრძოლოს, ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებს. ამის შესახებ ქეთევან თურაზაშვილმა დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „არ შემიძლია არ შევეხო ძალიან მძიმე პრობლემას – ფემიციდს. 2022 წელს მოკლულია 21 ქალი, 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით მოკლულია 33 ქალი, 2024 წლის 10 იანვარს მძინარე […]
თიბისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით ზრუნავს

თიბისისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე – ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა. „თიბისელების კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო […]
ზარქუა ხაბეიშვილს: რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს, მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?!

რა ქენი გუდუნა ეს?! რას დაგამსგავსეს ბიჭო?! საკრებულოში გამოგწვრთენით, მერე პარლამენტში გადმოხვედი. შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა სტრატეგია აღმაშენებელმა?! რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს ბაზარზე კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?! ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში სასურსათო […]
2015 წლის შემდეგ შარშან ირანში ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

სულ მცირე 834 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით ირანში შარშან, რაც 43%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემს. ამის შესახებ წერია ირანის ადამიანის უფლებების ჯგუფის (IHR) და პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის, „ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ ერთობლივ ანგარიშში, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ირანის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია ცნობები სიკვდილით დასჯის ყველა შემთხვევის 85%-ის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯის […]