კახა კალაძე – რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ, წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს?

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კითხვას, კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყება გათვლილია თუ არა წინასაარჩევნოდ. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება. „დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები, მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები […]

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციას – ფასები აფრიალეს, რომ 2012 წელს, თურმე, 11 ლარი ღირდა ხორცი, თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ხალხის ზურგს უკან თქვენ შემოიღეთ მონოპოლიური ფასი

ფასები აფრიალეს, რომ 2012 წელს, თურმე, 11 ლარი ღირდა ხორცი, თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ხალხის ზურგს უკან თქვენ შემოიღეთ მონოპოლიური ფასი – ეს არის კანონის დამსახურება, რომელიც 2010 წლის ბოლოს მიიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ფასების მატებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა. ცაგარეიშვილმა სხდომათა დარბაზში წაიკითხა 2011 […]

ელჩი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ მიმართვაზე – რაიმეს ნაადრევად გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი მხარეები – ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე

არ არსებობს დადგენილი პროცედურა და რაიმეს ადრეულ გამოქვეყნება შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს. „მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით […]

გერმანიის ელჩი – მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სასამართლო სისტემა არის სრულიად დამოუკიდებელი

მიზანია არის, რომ საქართველოში იყოს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს ყველა მოქალაქე კომფორტულად გრძნობდეს თავს, რომ არის ნამდვილად დამოუკიდებელი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „ეს არის ის, რაზეც ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ უნდა ისაუბრონ. მიზანია, არსებობდეს სასამართლო სისტემა, რომელთან […]

კახა კალაძე ოპოზიციაზე – გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ისინი {ოპოზიციის წარმომადგენლები} გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – საზოგადოებას მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულება აქვთ, ეს ვერ შეიცვლება, რეიტინგი ვერ გაიზრდება, გინდ შეერთდნენ ან კიდევ უფრო დაიშალონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს […]

თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალ ლიდერებთან ერთად შეხვედრებს აგრძელებს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში ქალ ლიდერებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვედრებს აგრძელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწვევით, შეხვედრა შედგა, მათ შორის ევროპარლამენტარ ევა მაიდალთან, მრეწველობის და ენერგო რესურსების კომიტეტიდან მირიამ ლექსმანთან და ისაბელ ვიზელერ ლიმასთან, საგარეო კომიტეტიდან ანა ასიმაკოპოლუსთან, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, უსაფრთხოების კომიტეტიდან რასა იუკნევიჩიანესთან და […]

ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს

საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. „ამიტომ, […]

გიორგი ამილახვარი – წელს ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და მასში 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტებში სტუდენტთა ინტერესების მიხედვით სხვადასხვა კლუბს მისცემს განვითარების შესაძლებლობას. ამილახვარის განმარტებით, ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა სხვადასხვა იდეის გაცვლის, როგორც მთავრობის ან სხვა წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის. „ჩვენ გავაძლიერებთ არამხოლოდ მასიურ მიმართულებას, სადაც ბევრი ადამიანი ჩაერთვება, არამედ ინტერესთა კლუბებს. შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომელიც […]

ირაკლი კობახიძე – წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს

მინდა გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა. პრემიერის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ […]

კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ყაზბეგის 30 ნომერში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და ის ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიას ეკუთვნის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ყაზბეგის 30 ნომერში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და ის ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კომპანიას ეკუთვნის. აღნიშნულ თემაზე კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განმარტა, რომ საკითხზე „მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს“. მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა კანონის სრული დაცვითაა გაცემული. „გეტყვით, რა არის რეალობა და სწორი ინფორმაცია. აღნიშნული […]