ყაზბეგის გამზირზე მიმდინარე მშენებლობა უგულავას მერობის დროს გასხვისდა და ის არ ეკუთვნის ადიკო ივანიშვილს – კახა კალაძე

ყაზბეგის გამზირზე მიმდინარე მშენებლობა უგულავას მერობის დროს გასხვისდა და ის არ ეკუთვნის ადიკო ივანიშვილს – კახა კალაძე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ყაზბეგის გამზირის 37 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გარშემო ატეხილ ხმაურს და განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ 2011 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გასხვისდა. კახა კალაძემ მიზანმიმართული სპეკულაცია უწოდა მშენებლობასთან ადიკო ივანიშვილის […]
პოლიციამ მიაგნო Formula 1-ის პილოტის ფერარის, რომელიც 1995 წელს მოიპარეს

გაერთიანებული სამეფოს პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ იტალიაში მიაგნეს ფორმულა 1-ის ავსტრიელი პილოტის, გერჰარდ ბერგერის ფერარის, რომელიც თითქმის სამი ათწლეული წლის წინ მოიპარეს. ბერგერის წითელი F512M ფერარი ერთ-ერთია იმ ორი სპორტული ავტომობილიდან, რომლებიც 1995 წლის აპრილში სან მარინოს გრან პრის მიმდინარეობისას F1-ის პილოტებს მოპარეს. ვერცერთი მანქანის კვალს ვერ მიაგნეს მანამ, სანამ მიმდინარე წლის იანვარში […]
ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს
ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა. […]
ადვოკატი: სასამართლომ მორიგჯერ უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ ბრძოლა სასამართლოში კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნანა შამათავამ, 5 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება და თემურ შარიქაძის, ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა. “სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის […]
ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Bloomberg Billionaires Index არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგი. მაჩვენებლების განახლება ნიუ-იორკში ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ხდება. ბოლო ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 50 მილიონი დოლარით გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების […]
ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – დეკანოიძე

დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდზე კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. დეკანოიძის თქმით, ამ ქვეყანაში ქალებს აწუხებთ ის, რომ მათ პირდაპირი მნიშვნელობით კლავენ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფემიციდის პრობლემა არც უმრავლესობის და არც ოპოზიციის წევრი დეპუტატი კაცებისთვის აქტუალური არ არის. „ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს ძალიან მძიმე […]
„ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების წილი ჰიპოთეტურად 3%-ზე მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“ – მარიამ ქვრივიშვილი

„ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების წილი ჰიპოთეტურად 3%-ზე მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“ – მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების ოპერირებასთან დაკავშირებით მთავრობას დაბალანსებული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში ოპერირება მხოლოდ ევროპისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ. „თითოეული ჩვენგანი ამაყი უნდა ვიყოთ იმით, რომ […]
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში აფეთქების შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გუბკინის რაიონში აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა მნიშვნელოვან ობიექტზე. მედიის თანახმად, გლადკოვის მიერ ხსენებული ობიექტი ბელგოროდის ოლქის სოფელ დოლგოეში მდებარე ნავთობსაცავია, რომელიც რუსეთის სანავთობო გიგანტს, „როსნეფტს“ ეკუთვნის. უკრაინული საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქება და ხანძარი არის უკრაინის დაზვერვის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგი. […]
გიორგი ამილახვარი – ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ – დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ

ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ. დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას არის თუ არა სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საარჩევნოდ გათვლილი. როგორც მინისტრმა განმარტა, აბსურდია აღნიშნული მოსაზრება, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა არჩევნებს უკავშირდება. “ეს ნარატივი გასაგებია. ოპონენტებს არ […]
ნიკოლოზ სამხარაძე – ტერორიზმის ინდექსში საქართველოს აქვს ე.წ.ნულოვანი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ის შედის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების სიაში, სადაც ტერორიზმი არ არსებობს

როდესაც ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს ვდგამთ და ოპოზიცია მუდმივად გვაკრიტიკებს ამ ნაბიჯებზე, კარგია, რომ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხებს და საზოგადოებას შევახსენოთ – ვინ, რას ამბობდა, ვინ, როგორ აფასებდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში, რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის […]