განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და ახალგაზრდებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთი მხრივ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, პირველ საგრანტო პროგრამაში პროექტები მაქსიმუმ 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე პროგრამაში 100 ათასი ლარით დაფინანსდება. „ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩავარდნა გვქონდა […]

ჩვენ პუტინის მხარეს ვართ – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოჭში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სოხუმი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში წარმოებული ომში. მან ამის შესახებ განაცხადა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სახელწოდებით “რუსეთი ახალ საერთაშორისო პირობებში: ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების შესაძლებლობები”. “ჩვენ, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკა, მომხრე ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის. ჩვენ ვართ სამართლიანობის […]

ხელვაჩაურის სკოლის დირექტორმა გოგოებს ქვედაბოლოთი და ბლუზით სიარული მოსთხოვა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს მოუწოდებს, არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება. “როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. თუმცა, საქმის წარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას […]

„ენთები“-ს ახალი თანამედროვე ოფისი 2.5 მილიონიანი ინვესტიციით

„ენთები“ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველთვიურად 550-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“-ს მთავარი ამოსავალი წერტილია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც უჩვეულოდ პოზიტიური და ერთგვარად მოულოდნელიც კი იქნება. ამ მთავარი მიზნისთვის „ენთები“ დროს, ენერგიასა და რესურსებს არ იშურებს. ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, რაც მომხმარებელთა პოზიტიურ გამოცდილებას განაპირობებს, თანამშრომლების მოტივაციაა, რადგან მხოლოდ მოტივირებულ […]

საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია. კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან […]

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას – უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამით ხეირობს

ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთი წარმატებით იყენებს საქართველოს, მათ შორის, ეკონომიკური მიზნებისთვის. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი პირველ რიგში, სწორედ ამით ხეირობს , – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ქონებასთან დაკავშირებით Bloomberg-ის ინფორმაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ბიძინა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6590 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8863 ლარს შეადგენდა. […]

რატი ბრეგაძე – გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა – თავად პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გააკეთა განცხადება და მე მეტს ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მინისტრების დანიშვნაზე, ასევე მათ გათავისუფლებაზე – რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე. მისივე თქმით, ის არის გუნდური მოთამაშე, სწორედ, ამიტომ „ქართულ ოცნებას“, სადაც მისი ცოდნა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ზაჰესში კასკადის, ყაზბეგის, ავჭალის, ცქიტიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ. ინფორმაციის თანახმად, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შეყლაშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ. „11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6590 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8863 ლარს შეადგენდა. […]