CCS-ის განცხადება მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა – ფოტოგრაფიის მუზეუმი

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი განცხადებით გამოეხმაურა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის ინფორმაციას, რომ მუზეუმმა ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე მათ უარი უთხრა. ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი წერს, რომ შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების უზრუნველყოფას და სწორედ ამიტომ, ისინი ღონისძიებას ვერ უმასპინძლებდნენ. ამასთან ერთად, მუზეუმი CCS-ის განცხადებას მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციას […]
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

5 მარტს, ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ქალთა ერთა ლიგის ფორმატით ტარდება. გუნდები A, B და C ლიგაში არიან გადანაწილებულები. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის მე-5 ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბელარუსის, ლიეტუვის და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები […]
ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური ზედა ზღვარი შესაძლოა ინდექსაციას დაექვემდებაროს

ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური ზედა ზღვარი შესაძლოა ინდექსაციას დაექვემდებაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსაციის შემთხვევაში, პენსიის ზრდა ავტომატურად მოხდება. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას დააყენა. “კარგი იქნება თუ ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური 1 000 ლარიანი ზედა […]
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. გამოძიების თანახმად, მათ […]
ფსბ-მ ყირიმელი თათრების ბინებში ჩხრეკა მოაწყო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფსბ-ს ოფიცრები გასაჩხრეკად მივიდნენ ყირიმელ თათრებთან. საერთო ჯამში მათ 10 სახლი გაჩხრიკეს, იუწყება Krym.Realii. ბახჩისარაიში ჩხრეკა ჩაუტარდათ „ყირიმის სოლიდარობის“ მოძრაობის აქტივისტებს, ხოლო ჯანკოის რაიონში – რელიგიურ მოღვაწეებს. ჩხრეკის შემდეგ ფსბ-მ მინიმუმ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის ყოფილი იმამი რემზი კურტნეზიროვი. ის მეორე ჯგუფის ინვალიდია. კურტნეზიროვისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე […]
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. საუბარია რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში […]
რატომ შეჩერდება ფრენები ქუთაისიდან გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით – Wizz Air-ის განმარტება

ავიაკომპანია Wizz Air-ი ადასტურებს, რომ უახლოეს თვეებში დაგეგმილი Pratt & Whitney-ის ძრავის შემოწმების გამო, რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა, ნამდვილად იგეგმება რამდენიმე მიმართულებით ფრენების შეჩერება. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ცვლილებები ყველაზე მინიმალურად ეხება Wizz Air-ის ქუთაისის ბაზას და ფრენები დროებით მხოლოდ გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით შეჩერდება. „ყველაზე მინიმალურად ეხება Wizz Air-ის ქუთაისის ბაზას და ფრენები დროებით მხოლოდ […]
ჰააგის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის, სერგეი კობილაშის და ვიკტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სამხედრო მეთაურების ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში ცნო დამნაშავედ. სასამართლოს 5 მარტის განცხადების მიხედვით, კობილაში და სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წელის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და […]
რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3%-ით – „თიბისი კაპიტალი“

რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3%-ით, ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ადგილი აქვს უფრო მეტად ნორმალიზების, ვიდრე როგორც ასეთი შემცირების ტენდენციას. „იანვრის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნორმალიზების საერთო ტენდენციის შესაბამისია. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სავალუტო შემოდინებების […]
„თუ Yandex და Bolt დროზე არ მოვლენ გონს, მძღოლები თავად გათიშავენ აპლიკაციებს“ – პროტესტი გრძელდება

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები Yandex-სა და Bolt-თან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. შესაბამისი სარჩელი კომპანიების წინააღმდეგ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. დამსაქმებელი კომპანიების მხრიდან სამუშაო პირობების ხშირი ცვლილების გამო, ტაქსის მძღოლების აქციები თბილისში 27 თებერვლიდან იმართება. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პროტესტმა უკვე ოთხი ქალაქი – თბილისი, […]