Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს

Facebook და Instagram მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელებით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 56% ამბობს, რომ შეფერხებით მუშაობს ვებგვერდი, 24% წერს არ მუშაობს აპლიკაცია, 20% კი ამბობს, რომ Facebook-ზე საერთოდ ვერ შედის. ანალოგიური პრობლემები შეინიშნება Instagram-ზეც. მომხმარებლების 62% აპლიკაციით ვერ სარგებლობს, 26% ვერ “სქროლავს”, 12%-ს კი აპლიკაციაში შესვლის […]

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ორი სარდლის დაპატიმრების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში ორდერები გასცა რუსეთის ორი მაღალი რანგის სამხედროს, შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ვიქტორ სოკოლოვის დასაპატიმრებლად. საქმე ეხება უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რომელთა შედეგად ზიანი მიადგა სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას. სასამართლოს ცნობის თანახმად, კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილი არიან სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში, […]

კარგი ამბავი: ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა

“უოტფორდის” საიტი იტყობინება, რომ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგა და “სუონსისთან” მატჩისთვის დაბრუნდება. ჩაკვეტაძემ “მილუოლთან” გასული ტურის შეხვედრა მუხლის ტრავმის გამოტოვა და მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ მუხლი სტკიოდა, არ გარისკეს და განაცხადში არ შეიყვანეს. ჩემპიონშიფის 36-ე ტურის დაპირისპირება “უოტფორდსა” და “სუონსის” შორის 6 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კიევი აცხადებს, რომ 18 რუსული დრონი ჩამოაგდო და რუსულ საპატრულო ხომალდს დაარტყა

უკრაინის სამხედრო უწყებამ 5 მარტს განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვამ, ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი გაანადგურა. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის საზღვაო დრონებმა, ყირიმის ნახევარკუნძულთან, რუსულ საპატრულო ხომალდს დაარტყეს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსულ „სერგეი კოტოვს“ ქერჩის სრუტესთან დაარტყეს და “ხომალდის კიჩო, მარჯვენა და მარცხენა ქიმები დააზიანეს“. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა სულ 22 საჰაერო […]

ჰააგის სასამართლომ ორი რუსი მეთაურის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის შორი ავიაციის და შავი ზღვრის ფლოტის მეთაურების დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის შორი ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშის და რუსეთის შავი ზღვრის ფლოტის მეთაურის, ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინაში რუსეთის პოტენციალური ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების ფარგლებში […]

ქეთევან თურაზაშვილი – ფემიციდი, ნარკომანია და პედოფილია – იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლოს, ფსევდო ლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებთ

ფემიციდი, ნარკომანია და პედოფილია – იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლოს, ბავშვებს ასწავლოს მინიმუმ მოძალადის ამოცნობა და სხვა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფსევდო ლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებთ , – ამის შესახებ პარტია ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ერთ- ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. ამასთან, დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხელისუფლებას ქმედითი […]

იმ ცნობადი ადამიანების სახეებს, რომლებიც “ნაცმოძრაობის” დროს შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველ კარტოთეკაში ვნახე, პრაიდის ჩატარების ყოველი მცდელობისას ვხედავ. ისინი გამოდიან და სურთ ამ თემის პოპულარიზაცია

იმ ცნობადი ადამიანების სახეებს, რომლებიც “ნაცმოძრაობის” დროს შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველ კარტოთეკაში ვნახე, პრაიდის ჩატარების ყოველი მცდელობისას ვხედავ. ისინი გამოდიან და სურთ ამ თემის პოპულარიზაცია ხელისუფლების პირობებში გაკეთდა ყველაფერი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კარტოთეკა განადგურებულიყო კომისიური წესით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დედანი ამ გადაღებული კადრებისა, როგორც მინიმუმ გატანილია უცხო ქვეყანაში და სპეცსამსახურების საცავებშია.“ – განაცხადა მედიასთან […]

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის ქალიშვილი დააკავეს – ,,მთავარი არხი”

მთავარი არხის” ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ქალიშვილი დააკავეს. ,,მთავარი არხის” ინფორმაციით, პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

,, სწორედ ამ ბიუროს ხელმძღვანელს სჭირდება იმუნიტეტი “ნარკოტიკების მოხმარებისგან” თავდასაცავად” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ოხანაშვილი პარლამენტარების და მთავრობის წევრების ნარკოტიკული შემოწმების ვალდებულებისგან განთავისუფლებისგან განსხვავებით, “აღშფოთებულია” იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების საფუძვლებიდან ამოიღონ იგივე ნარკოტიკების მოხმარების საფუძვლები. სინამდვილეში, ვენეციის კომისიამ ჩვენზე კარგად იცის, რომ სწორედ ამ ბიუროს ხელმძღვანელს სჭირდება იმუნიტეტი “ნარკოტიკების მოხმარებისგან” თავდასაცავად და აი რატომ: საქართველოში წარმატებით მუშაობს ე.წ. […]

მეტროს 100-მდე ვაგონის შესაძენად 205 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს 100-მდე ვაგონის შესყიდვაზე 205 მილიონი ევრო გამოიყოფა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცა უფლება, მეტროს ინფრასტრუქტურის აღჭურვის — 97 ვაგონისა და სასწავლო სიმულატორის — სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „მსოფლიო ბანკის“ მიერ განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში. შესყიდვა 205 მილიონი ევროს (დღგ-ის გარეშე) ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან განხორციელდება. გასული წლის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, […]