Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს

Facebook და Instagram მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს – საქართველოში პრობლემა რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა და ამ დრომდე არ აღმოფხვრილა. DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 56% ამბობს, რომ შეფერხებით მუშაობს ვებგვერდი, 24% წერს არ მუშაობს აპლიკაცია, 20% კი ამბობს, რომ Facebook-ზე საერთოდ ვერ შედის. ანალოგიური პრობლები შეინიშნება Instagram-ზეც. მომხმარებლების დიდი ნაწილი ( 62%) აპლიკაციით საერთოდ ვერ სარგებლობს.
2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა – ეროვნული ბანკი

2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მარტის მიმოხილვაშია აღნიშნული. „დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია თებერვალში 2.4%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში. ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში, გაცვლითი […]
პეტრ პაველი – უკრაინის დახმარების ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ, მათ შორის უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა

უკრაინის დახმარების ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ, მათ შორის უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრაღაში ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკრაინისთვის მიწოდებული მხარდაჭერის შესაძლებლობებისგან არ უნდა ჩავიკეტოთ. უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნის განხილვაა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. […]
მსოფლიოში საუკეთესო პლაჟად Praia da Falesia დასახელდა

TripAdvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო პლაჟები გამოავლინა და Travelers’ Choice Awards-ის გამარჯვებულები დაასახელა. საუკეთესო პლაჟად Praia da Falésia (სამხრეთ პორტუგალიაში) დასახელდა. „პლაჟი განთქმულია თავისი დრამატული კლდეებით, ოქროსფერი ქვიშით და ცისფერი ცქრიალა წყლით. გაირუჯეთ უზარმაზარ სანაპიროზე,“- ნათქვამია სტატიაში. საუკეთესო პლაჟების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: Praia da Falésia (სამხრეთ პორტუგალია) Spiaggia dei Conigli (იტალია) La Concha Beach (ესპანეთი) Ka’anapali Beach […]
Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელების მომხმარებლებს პრობლემები აქვთ Facebook Messenger-თან დაკავშირებითაც. ბოლო მონაცემებით, “ფეისბუქზე“ 300 000-ზე მეტი ანგარიშის გათიშვის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, ხოლო “ინსტაგრამის“ გათიშივის შესახებ 47 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა. “მეტას” სერვისებზე პრობლემას გამოეხმაურნენ კომპანიაში. “ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს პრობლემა აქვთ ჩვენს სერვისებზე წვდომზე. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – […]
არმაზ ახვლედიანი – “ოცნებას” ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი იმიტომ შემოაქვს, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა პროპაგანდისტული თემების მიღმაც გაღიმებულები დავრჩებით – სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს

მე არათუ მგონია, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს , – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის თემა „ქართულ ოცნებას“ შემოაქვს, იმიტომ, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა მისივე თქმით, ბევრია საქართველოში ისეთი, ვისაც გზა-კვალს ვერ აურევენ. „რა […]
ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდებიან

6 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო სტამბაში ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას გამართავენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, რის შემდეგაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, კერძოდ ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართება. […]
Facebook, Messenger, Instagram და Threads შეფერხებით მუშაობს

კომპანია Meta-ს სოციალური ქსელები Facebook, Messenger, Instagram და Threads შეფერხებით მუშაობს. ხარვეზები ამ ეტაპზე არ აქვს ამავე კომპანიის კიდევ ერთ პროდუქტს WhatsApp-ს. როგორც Twitter-ზე მომხმარებლები წერენ შეფერხება მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება. შეფერხებასთან დაკავშირებით Meta-ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
მომხმარებლები Facebook-ზე ავტორისზაციას ვერ ახერხებენ

Meta-ს სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს. როგორც Facebook-ის მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის პლატფორმა X-ზე წერენ, როგორც სოციალური ქსელის ვებ ვერსიაზე ასევე მობილურ აპლიკაციებში ავტომატურად გამოვიდნენ ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ. რაც შეეხება კომპანიის მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ სოციალურ ქსელს, Instagram-ს, მომხმარებლები აცხადებენ, რომ პლატფორმაზე მთავარი გვერდი არ ახლდება. ამ დრომდე [19:30] კომპანია Meta, […]
Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი არ მუშაობს

Facebook-ისა და Messanger-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვერ შედიან. Meta-ს პროდუქტები 5 მარტს, საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე გლობალურად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო. გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. “ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები. ვმუშაობთ ამაზე”, – დაწერა ტვიტერზე Facebook-ის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა. მასალა განახლდება