ჰააგამ რუსი სამხედრო მეთაურების დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის შორეული ავიაციის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი სერხი კობილაშისა და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა. კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილები არიან 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე, უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში. ICC-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ კობილაში და სოკოლოვი პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე […]

პროკურატურა: დააკავეს პირი, რომელიც „ლოკაციებზე“ ნარკოტიკს ათავსებდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს. უწყების განცხადებით, გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა სხვა პირთან ერთად პირველ მარტს შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. პროკურატურის განცხადებით, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების […]

სასულიერო პირები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – ყვარელში, კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრმა შეხვედრა გამართა

ყვარელში, კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრმა შეხვედრა გამართა თემაზე „ადამიანთა ფსიქოლოგიური დამოკიდებულება – ალკოჰოლიზმი და აზარტომანია.პრობლემის დანახვა, პრევენცია და დაძლევის გზები”. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და საქართველოს სამოციქიულო მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის, ბოლნისის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები. „შეხვედრაზე, […]

Meta-ს პროდუქტებზე წვდომა აღდგენილია

ფეისბუკი, ინსტაგრამი და მესენჯერი 5 მარტს, საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე გლობალურად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო. გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. Facebook-ის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. “ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები”, – დაწერა ენდი სტოუნმა. Downdetector-ის მონაცემებით, 300 000-ზე მეტი შეტყობინება ფეისბუქის, ხოლო 20 […]

ჩინეთი ზედიზედ მეორე წელს 7%-ით გაზრდის სამხედრო ხარჯებს

ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 7,2%-ით მეტს გაიღებს, ვიდრე შარშან. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით, რაზეც სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების სესიაზე ისაუბრეს. „ეროვნული თავდაცვის ხარჯები იქნება 1,665 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 231 მილიარდი დოლარი), რაც 7,2%-ით ზრდას ნიშნავს“, – ციტირებს სააგენტო დოკუმენტს. ჩინეთის თავდაცვის ხარჯების იგივე ზრდა აღინიშნა 2023 წელს, როდესაც მან 220 […]

მეტას ფლატფორმები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ გათიშულია

კომპანია „მეტას“ სოციალური მედიის პლატფორმები შეფერხებებით მუშაობს და მილიონობით მომხმარებელი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ შესვლას ვერ ახერხებს. შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, კომპანიას და მის წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. პრობლემა “მეტას” პლატფორმებზე, ნიუ-იორკის დროით დილის 10:00 საათზე დაიწყო. „თქვენი ფასვორდი არასწორია“ – ეს შეტყობინება მიიღეს „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა და მას შემდეგ […]

ილონ მასკი „ფეისბუქისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას თავის სოციალურ ქსელში ეხმაურება – თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს

„ფეისბუქისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და სახალისო ფოტოსაც ავრცელებს. „თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს“, – წერს მასკი. სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ არ მუშაობს. მომხმარებლებს სოციალური ქსელი დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ. „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ

კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. შესაბამისი პოსტი „ტვიტერზე“ „მეტას“ პრესსპიკერმა დაწერა. „ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები ჩვენს სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენ ამჟამად ამაზე ვმუშაობთ“, – წერს „მეტას“ პრესსპიკერი ენდის სტოუნი „ტვიტერზე“. სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ არ მუშაობს. მომხმარებლებს სოციალური ქსელი დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ. სოციალურ ქსელებს […]

“დე ლაურენტისმა შანსი გაუშვა – კვარაცხელია “ნაპოლიში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება” – იტალიელი ჟურნალისტი

ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Marte Sport Live-ს ეთერში განაცხადა, რომ “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის: “კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება ახლოვდება? ვფიქრობ, ეს ზაფხულში მოხდება. დე ლაურენტისმა ამ საკითხის მოსაგვარებლად ცოტა დრო დაკარგა. ოსიმენის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ელოდა. ქართველის აგენტები არასოდეს არ ახორციელებდნენ კლუბზე ზეწოლას და უნდა ითქვას, ფეხბურთელი განსაკუთრებულად არ ბრწყინავდა. აგენტები თვლიდნენ, რომ დე ლაურენტისის კარზე დაკაკუნების […]

რა წერია საქართველოზე ევროპის საბჭოს ანგარიშში პრესის თავისუფლებაზე

ევროპის საბჭო ევროპაში პრესის თავისუფლების შეფასების 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების უფლებრივ მდგომარეობას და პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარებაა მიმოხილული საქართველოზეცაა საუბარი. დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალება. ანგარიშის ავტორების თქმით, ის ქვეყანაში ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. ამასთან, დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან […]