ბადრი ჯაფარიძე – არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ გადაირჩიოს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში – ვისაც ხალხი გამოუცხადებს ნდობას, მასთან ერთად იქნება კოალიცია

ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთებთ კოალიციას. ქართული ხალხი ვისაც გამოუცხადებს ნდობას, მასთან ერთად იქნება კოალიციური ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხი გადაირჩევს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერასდროს ვერ დაბრუნდება. „როგორ შეიძლება „ოცნებასთან“ ერთად კოალიციის შექმნა. ძალასთან, რომელიც პრორუსულია. ქართველი […]
ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. “ვიქტორია ნულანდმა შემატყობინა, რომ მომავალ კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს“, – წერს ბლინკენი. სახელმწიფო მდივნის თქმით, მან და პრეზიდენტმა ბაიდენმა მმართველობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს სთხოვეს ნულანდის მოვალეობების შეასრულოს, სანამ მის შემცვლელს […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი – „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი – „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის – კილის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეწარმეობის […]
,, კინაღამ მთელი სატროლეთი უმუშევარი დარჩა…” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,ფეისბუქის” გათიშვას ასე ეხმაურება: ,,კინაღამ მთელი სატროლეთი უმუშევარი დარჩა…”
იტალიაში, ქალაქ სალერნოში, ქართველმა ქართველი მოკლა

შაბათს, 2 მარტს, საღამოს საათებში, იტალიის ქალაქ სალერნოს ვია ვინჩიპროვაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. პოლიციამ მალევე დაადგინა, რომ გარდაცვლილი 49 წლის ქართველი პავლე შუბითიძე იყო. თვითმხილველთა ჩვენებით, ჩხუბის დროს იგი ძირს დაეცა და მას, უსუსურ მდგომარეობაში მყოფს და გონდაკარგულს, წიხლი ორჯერ ამოარტყეს. ჩხუბის შემსწრეებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად 49 წლის ქართველის გადარჩენა […]
საფრანგეთი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება

საფრანგეთი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაკრონის თქმით, უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას და მასში მონაწილეობას მივიღებთ.” “ის იმაში მდგომარეობს, რომ საბრძოლო მასალა ყველგან ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და […]
სტანო: სხვა ქვეყნებმა დაასრულეს ან ატარებენ სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სფეროებში მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროგრესი განსაზღვრავს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს. ასე უპასუხა მან ნეტგაზეთის კითხვას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების ხელახალი შეფასების მექანიზმის დანერგვას ეხებოდა. კერძოდ, ნეტგაზეთმა მას ჰკითხა: “ჩაითვლება თუ არა საქართველოს მიერ მართლმსაჯულების ნაწილში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია შესრულებულად, თუ მთავრობა […]
Reddit-ის IPO-ს საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება – Reuters

reuters-ის ცნობით, Reddit-ის IPO-ს საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება, რაც კომპანიის რამდენიმე წლის წინანდელ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. Reddit-ის ერთი აქციის ღირებულება საფონდო ბირჟებზე თავდაპირველად $31-$34-ით შეფასდება. ცნობისათვის, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2021 წელს $10 მილიარდს შეადგენდა. IPO-სთვის Reddit-ი საკუთარი აქციების 10%-ის დათმობას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, აპლიკაციის წარმატების […]
საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება

საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაკრონის თქმით, უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას და მასში მონაწილეობას მივიღებთ.” “ის იმაში მდგომარეობს, რომ საბრძოლო მასალა ყველგან ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და […]
არაბიძე: მადლობა გულშემატკივრებს – სანაკრებოდ მზად ვარ, მაგრამ დანარჩენს მე არ ვწყვეტ

უკვე კარგა ხანია გიორგი არაბიძე “ტორპედოში” კარგი თამაშითა და მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, ხოლო გულშემატკივრები მის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას მოითხოვენ. 6 მარტს ქუთაისური გუნდი ეროვნული ლიგის მეორე ტურში “იბერია 1999”-ს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი თავად არაბიძემ გააკეთა: “პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ეროვნულ […]