ამერიკელ სენატორ მენენდესს ახალი საბრალდებო დასკვნით, მართლმსაჯულების ხელის შეშლაში ედება ბრალი

ამერიკელ სენატორ ბობ მენენდესს და მის მეუღლეს ახალი ბრალი წაუყენეს მართლმსაჯულების ხელის შეშლაში, ახალი ბრალდება 18-პუნქტიანია და სამშაბათს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მენენდესსა და მის მეუღლეს უკვე აქვთ წაყენებული კორუფციის ბრალდება. მენენდესმა თავი უდანაშაულოდ ცნო ბიზნესმენებისგან ასობით ათასი დოლარის მიღებაში, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოძიებაში ხელის შეშლის მიზნით. ის თავს დამნაშავედ არ თვლის და უარყოფს, რომ უკანონოდ მოქმედებდა, […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კეინის და მბაპეს დუბლები – “ბაიერნი” და პსჟ მეოთხედფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა და ორი პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა. „ბაიერნმა“ რომში 0:1 წაგების შემდეგ, სახლში „ლაციოს“ 3:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. პსჟ-მა “სოსიედადს” ისევ სძლია, ამჯერად 2:1 და მეოთხედფინალში მეტოქეს ელის. . პსჟ ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია – 15 მოგება და 6 ფრე. ნოემბრის შემდეგ არ წაუგია. . მბაპემ ამ […]

კრამონი აქ ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ, ეს სხვა ევროპარლამენტარებმა მოიკითხონ

კრამონი აქ ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ, ეს სხვა ევროპარლამენტარებმა მოიკითხონ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ცაგარეიშვილი „ქრონიკასთან“ გამოცემა Politico-ში სამი ევროპარლამენტარისა და „გავლენის აგენტის“ შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. „ქალბატონი კრამონი ჩვენ გვახსოვს საქართველოში ბევრ ფორუმზე, სადაც გამოდიოდა და საქართველოს მთავრობას პირდაპირ გვამუნათებდა, რომ […]

ევროკომისია ევროკავშირს თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის რეჟიმში გადაყვანას სთავაზობს – Reuters

ევროკომისია ევროკავშირს იარაღის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს შესთავაზებს, რათა მან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ომის ეკონომიკის რეჟიმში გადასვლა შეძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ. „ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა […]

“ნაპოლისთან” შეიძლება იამალმაც ვერ ითამაშოს

ახლოვდება “ბარსელონასა” და “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი, კატალონიურ გუნდს კი პრობლემები არ ელევა. sport.es-ის ცნობით, “ბარსელონას” 16 წლის გარემარბ ლამინ იამალს მუხლი აწუხებს, “ხეტაფესთან” არ ათამაშეს, “ბილბაოსთან” კი პედრის ტრავმის გამო შევიდა შეცვლაზე.

სააკაშვილის ექსტრადაციაზე უკრაინულ მხარეს არ მოუმართავს – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით არ მოუმართავს. ამასთან, მინისტრმა განმარტა, კანონის მიხედვით, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ექსტრადაცია. „ექსტრადაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, სააკაშვილს დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი უკრაინაში და უკრაინული მხარე ითხოვდეს მათთვის დამნაშავის გადაცემას. ექსტრადაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს. ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუკი საუბარია […]

ვაჭრობა, მრეწველობა, ჯანდაცვა – რომელი სექტორები ასაქმებენ საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს

ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 782 000 იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41 000-ით, ანუ 5.6%-ით მეტია. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი – 218 000 ადამიანი ვაჭრობის სფეროში საქმიანობს. 94 000 დასაქმებულით მეორე პოზიციაზეა დამმუშავებელი მრეწველობა, მესამეზე კი ჯანდაცვა 74 000 დასაქმებულით. ყველაზე მეტად 12 000-ით დასაქმებულთა […]

უდიდესი სიამაყით მინდა გაცნობოთ – ლევან ხაბეიშვილი ინფორმაციას ავრცელებს

ლევან ხაბეიშვილი ინფორმაციას ავრცელებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მათი მეგობარი პარტიის, “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი გახდა. “უდიდესი სიამაყით მინდა გაცნობოთ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების – ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი გახდა, რაც ხმის უფლების მინიჭებასაც მოიცავს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში პირველი პარტიაა, რომელიც უკვე შიდა ევროპულ პოლიტიკაში, პირდაპირ ხმის უფლებით, გადაწყვეტილების […]

რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: ოპოზიციას რომ ადამიანის უფლებები არასდროს ადარდებდა, ეს ვიცით

ოპოზიციას რომ ადამიანის უფლებები არასდროს ადარდებდა, ეს ვიცით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. „სად დგანან ისინი, მათ აინტერესებთ ადამიანის უფლებები, ის ინტერესები რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, თუ არიან პროპაგანდის მხარეს და არიან ყველა სიბინძურის შემსრულებლები სინამდვილეში?“, – აღნიშნა იონათამიშვილმა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან […]

რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე ერთობლივი ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ

რუსეთი და ჩინეთი, 2033-35 წლებში, მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის აშენებას განიხილავენ. ამის შესახებ, 5 მარტს, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეს მთვარეზე დასახლებების აშენების საშუალებას გააჩენს. წარსულში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბორისოვმა თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად მუშაობდნენ მთვარის პროგრამაზე და რომ მოსკოვს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა “ბირთვული […]