2023 წელს დასრულებულ პროექტებს შორის თითქმის ყველა ბინა გაყიდულია – Galt & Taggart

2024 წლის იანვარში Galt & Taggart-მა 13 სისტემური დეველოპერი გამოკითხა, რომელიც მოიცავდა 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
მეტი შემოსავალი გვჭირდება, რათა ისეთი ხელფასები გადავიხადოთ, რომ ქვეყნიდან გადინება შემცირდეს – ჰოტელიერი

მეტი შემოსავალი გვჭირდება, რათა ისეთი ხელფასები გადავიხადოთ, რომ ქვეყნიდან გადინება შემცირდეს, – ამის შესახებ ჰოტელიერმა, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა.
“სუპერ სამშაბათი” აშშ-ში

მილიონობით ამერიკელი, 15 შტატში და ამერიკულ სამოაში, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს აძლევენ ხმას. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავიანთი პარტიების ერთგული წევრებისგან, დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ. სამშაბათის კენჭისყრაზე მიღებული შედეგებით, რომელსაც ასევე უწოდებენ „სუპერ სამშაბათს“, საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას, ვერც ერთი პარტიის წარმომადგენელი ვერ შეძლებს. „სუპერ სამშაბათს“, როდესაც 15 […]
ევროპის საბჭოს 2024 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი

ევროპის საბჭო აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ევროპაში 2024 წელს პრესის თავისუფლებაა შეფასებული. ანგარიშში მიმოხილულია ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტთა ძირითადი პრობლემები, მათ შორის საუბარია დაშინებებსა და მედიის წარმომადგენლების დაკავებებზე. ამასთან, განხილულია პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარება და საუბარია საქართველოზეც. ანგარიშში საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 2023 წლის 22 ივნისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილის […]
„თბილისში, ბინის ქირა წლის ბოლომდე კიდევ გაიაფდება“ – სალომე დეისაძე

1 თვეში, თბილისში ბინების გაყიდვები თითქმის 20%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში დედაქალაქში 3 ათასამდე ბინა გაიყიდა, რაც დეკემბრის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ფასებს, თვიურ ჭრილში გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა, წლიურად ბინები გაძვირებულია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ განუცხადა, თბილისში უძრავი ქონების […]
წვიმა, თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 7-8 მარტისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ […]
პაკისტანში დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმებისა შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის მსხვერპლთა შორის 22 ბავშვია. ადგილობრივი ბუნებრივი კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა დიდი ნაწილი მეწყერს ემსხვერპლა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები ჩამარხა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონები დააზარალა. დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, ჩახერგილია გზებიც. მარტში თოვლი პაკისტანში საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. ქვეყნის […]
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი მინისტრმა თეა წულუკიანმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა. მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ლევან წულაძემ პოსტი დატოვა. კულტურის სამინისტროს ცნობით, წულაძემ მათ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 2023 წლის 2 ოქტომბერს მიმართა. მან ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე – “თეატრი სახელოსნო 42” დააარსა. […]
„მომავალ კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება, ხოლო წლის ბოლოს შესაძლოა, 8,25% -ზე დაბალი იყოს“ – ოთარ ნადარაია

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, ინფლაციის მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლოს შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაჩვენებელი მათ მიერ პროგნოზირებულ 8,25%-ზე დაბალი იყოს. როგორც მან განაცხადა, გარე და შიდა ინდიკატორების დინამიკა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო მეტად შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, თებერვალში ინფლაციის დონისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არსებული […]
პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ , „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში ცვლილებების თანახმად, […]