ტრამპმა “სუპერ სამშაბათის” პრაიმერში შტატების უმეტესობაში გაიმარჯვა

“ედისონ რისერჩის” პროგნოზით, დონალდ ტრამპმა 5 მარტს, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ კენჭისყრაზე, ე.წ. პრაიმერში შტატთა უმეტესობაში, ამ დროის მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა. მან თავისი მოწინააღმდეგე, გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი დაამარცხა და დიდი ალბათობით, სწორედ ტრამპი დაუპირისპირდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამომრჩევლები 15 შტატში (დემოკრატების შემთხვევაში 14-ში) და ამერიკის ერთ ტერიტორიაზე ხმას […]
CNN –„სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ლიდერობენ

ამერიკის შეერთებული შტატებში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შიდა პარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, შტატების უმეტესობაშისაარჩევნო უბნები დახურულია. კერძოდ, ამ დროისთვის, კენჭისყრა დასრულებულია : აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ალაბამაში, მეინიში, მასაჩუსეტსში, ოკლაჰომაში, ტენესსა და არკანზასში. CNN-ის პროგნოზების თანახმად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ალაბამაში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტენესში, ოკლაჰომაში, მეინიში, არკანზასსა და ტეხასში. ასევე […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება

უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია. „ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი […]
“სუპერ სამშაბათს” რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის მთავარი საკითხი იმიგრაციაა

ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიასა და კალიფორნიაში რესპუბლიკური საპრეზიდენტო პრაიმერის არჩევნებში ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხი საიმიგრაციო პოლიტიკა იყო, ამბობს “ედისონ რისერჩის” მიერ სამშაბათს ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები. გთავაზობთ ეგზითპოლის წინასწარ შედეგებს, რომელიც რესპუბლიკელი ამომრჩევლის პრიორიტეტებს შეეხება: * ჩრდილოეთ კაროლინაში, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 43%-მა თქვა, რომ იმიგრაციის პოლიტიკას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის გაკეთებისას. 31%-მა განაცხადა, რომ ეკონომიკაა მათთვის […]
რა არის “სუპერ სამშაბათი?”

სუპერ სამშაბათი არის ამერიკის საარჩევნო სისტემაში, ორივე პარტიიდან, საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრის, ე.წ. პრაიმერის ყველაზე დიდი დღე, ვინაიდან რამდენიმე შტატში კანდიდატებს ერთდროულად ირჩევენ. სუპერ სამშაბათი ერთ ფიქსირებულ დღეს არ ტარდება, მაგალითად, წელს ის 5 მარტს იმართება. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი ორ ყველაზე დასახლებულ შტატში, ტეხასსა და კალიფორნიაში ტარდება. პარტია ასევე მართავს კენჭისყრას კიდევ 13 შტატში: ალაბამაში, […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კეინის და მბაპეს დუბლები – “ბაიერნი” და პსჟ მეოთხედფინალში გავიდნენ [VIDEO]

ძაან მაგარია მბაპე. დღევანდელი მოცემულობიდან ალბათ საუკეთესოა.ესე თუ გააგრძელა ოქროს ბურთს აიღებს. პსჟ მგონია ლიგის მომგები, მიუხედავად იმისა რომ რეალი და სიტი მათზე უფრო ძლიერები არიან
ამერიკაში, “სუპერ სამშაბათს”, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის კენჭიყრის შედეგებს, ყველაზე მეტად ელოდებიან

შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო რბოლის, ერთ-ერთ გადამწყვეტ კენჭისყრაზე “სუპერ სამშაბათს”, ყველაზე მნიშვნელოვანი შტატი, ჩრდილოეთ კაროლინაა. 5 მარტს, ორივე პარტიის ამომრჩეველი, 15 შტატში ერთად აძლევს ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს. ჩრდილოეთ კაროლინა “სუპერ სამშაბათში” მონაწილე ერთადერთი შტატია, რომელიც, სავარაუდოდ, მერყევი იქნება ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. მერყევი შტატი გულისხმობს, რომ უცნობია თუ რომელ პარტიას მიემხრობიან შტატის ამომრჩეველი. […]
მინესოტაში დემოკრატი აქტივისტები ბაიდენის წინააღმდეგ “გადაუწყვეტლად” ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ

5 მარტს, შეერთებულ შტატებში ორივე, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო რბოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ე.წ. “სუპერ სამშაბათი” იმართება. დღეს ორივე პარტიის ამომრჩეველი, რესპუბლიკელები 15 შტატში და დემოკრატები 14-ში, ერთად აძლევს ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს. ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სავარაუდოდ იოლად მოახერხებს ყველა შტატში გამარჯვებას. თუმცა, აქტივისტები ბაიდენის ისრაელის მიმართ პოლიტიკას აკრიტიკებენ და […]
“სუპერ სამშაბათს”, ნომინაციისთვის კრიტიკულ ბრძოლაში ტრამპი ლიდერობს

დონალდ ტრამპი, “სუპერ სამშაბათს”, მიზნად ისახავს ამერიკის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დარჩენილი ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი, რბოლიდან გამოთიშოს. “სუპერ სამშაბათი” საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების გზაზე, მნიშვენლოვანი ეტაპია. ამ დღეს ყველაზე მეტი შტატი ერთდროულად მართავს შიდაპარტიულ არჩევნებს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, თავიდანვე დომინირებდა რესპუბლიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო ნომინაციის მიღების კამპანიაში. მიუხედავად სისხლის სამართლის ბრალდებებისა, ტრამპმა […]
“კვარას” აღარ უწევს ბურთის კარიდან 35 მეტრში მიღება” – ვეტერანმა ფეხბურთელმა “ნაპოლის” თამაშის გამოსწორების მიზეზი ახსნა

“ნაპოლის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა Ottochannel-თან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეცვალა ნეაპოლურ გუნდში მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ და რის ხარზე გამოასწორეს თამაში. “ნაპოლი” ახლა დაცვიდან პირდაპირ შეტევაში გადასვლით რისკავს. ადრე მსგავსი რამ შესამჩნევი არ იყო. უბრალოდ თავდამსხმელებს წინ გრძელ გადაცემებს უკეთებდნენ. ეს ნორმალურია, როდესაც დაცვიდან თამაშით შეიძლება შეცდომა დაუშვა. კალცონას ხელმძღვანელობისას ვხედავთ […]