თამარ კორძაია პაპუაშვილს – ახლა ვნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის პროცედურული დარღვევა – მომხსენებელმა მთელი მოხსენება გამოიყენა იმისთვის, რომ პერსონალური შეურაცხყოფები მიეყენებინა კოლეგისთვის და ამაზე რეაგირებას არ ახდენთ

ჩვენ ახლა ვნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის პროცედურული დარღვევა, რაზეც რეაგირება არ ჰქონია პარლამენტის თავმჯდომარეს – მომხსენებელმა მთელი მოხსენება გამოიყენა იმისათვის, რომ პერსონალური შეურაცხყოფები მიეყენებინა კოლეგისთვის და ამაზე რეაგირებას არ ახდენთ თქვენ, ბატონო შალვა, – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ამით კორძაიამ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას გია […]
ტურიზმში 99 მლნ ლარამდე პრობლემური სავალუტო სესხებია

საბანკო სექტორში 1 მლრდ ლარამდე უმოქმედო სესხები რჩება. სებ-ის სტატისტიკით, უმოქმედო სესხები 920 მლნ ლარია, საიდანაც 351 მილიონის რეზერვებია. პრობლემური სესხები/ბანკების საზედამხედველო კაპიტალთან, პირველი თებერვლისთვის 4.04%-ია. წინა თვესთან შედარებით, მცირედით, 0.24 პროცენტული პუნქტით გაზრდილია. კოეფიციენტი მთლიან პორტფელთან მიმართებითაც გაზრდილია. პრობლემური კრედიტების წილი ბანკების მთლიან პორტფელში 1.6%-ია. პირველი იანვრისთვის 1.5%-მდე იყო. თუმცა 2 წელია უკვე დაბალ […]
“ალბათ, დავიმსახურე” – ჩხოროწყუს მერზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ჩხოროწყუს მერზე, დავით გოგუაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპორტის სამსახურის ყოფილ უფროს ედემ კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მოექცა ხელისუფლება მას ასე, კვარაცხელია პასუხობს – “ალბათ, დავიმსახურე და იმიტომ”. “ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებულ ე. კ.-ს შეეფარდა პატიმრობა” – ამბობს საქმის პროკურორი მაია ჯაბუა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, […]
მშობიარობის შემდეგ, მწვავე პნევმონიით, ბათუმიდან თურქეთში გადაყვანილი ქალი დაიღუპა

TV25.GE-ის ინფორმაციით, მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინადან” თურქეთში გადაიყვანეს. როგორც გამოცემა წერს, ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების […]
მძიმე ავარია მარნეულში – არის მსხვერპლი, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

მარნეულში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია მიკროავტობუსის მძღოლი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
რა დაუჯდება Meta-ს საათნახევრიანი შეფერხება?

Meta-ს სოციალური მედიის პლატფორმებზე დაფიქსირებული შეფერხება, კომპანიას ძვირად დაუჯდება. კონკრეტული თანხა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, Meta-ს სააქციო ფასი უკვე 1.5%-ით დაეცა. ეს კი თავის მხრივ სოციალური მედიის ყველა სხვა საიტზე აისახა. ექვსსაათიანი შეფერხება, რომელიც ცუკერბერგის დაარსებულ ყველა პლატფორმაზე 2021 წელს გავრცელდა, Meta-ს 100 მილიონი დოლარად დაუჯდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ კომპანიამ გაუმართავი განახლება […]
“ქართველ გულშემატკივარს ესიამოვნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა” – კახა კალაძე ლეგენდების მატჩზე

ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით მილანის “ინტერს”. დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ გულშემატკივარს მილანის “ინტერის” საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება. “ხვალ ბათუმში გაიმართება საფეხბურთო მატჩი. ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, იხილოს მილანის “ინტერის” საფეხბურთო კლუბი, ლეგენდები, რომლებიც წლების განმავლობაში […]
ყაზახეთის ნაკრები დაირაზმა – ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის მაგომედ ადიევმა შემადგენლობა დაასახელა

ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის საბერძნეთთან დაპირისპირებაში 26 ფეხბურთელს უხმო. შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება. მეკარეები: იგორ შატსკი (აქტობე), ბეკჰან შაიზადა (ორდაბასი), დანილ უსტიმენკო (კაირატი) მცველები: ალექსანდრ მაროჩკინი, იან ვოროგოვსკი, მარატ ბისტროვი (ყველა ასტანა), ერკინ ტაპალოვი, რომან არსანკულოვი, რუსლავ ვალიულინი (ყველა ტობოლი), სერგეი მალი, ტემირლან […]
გაიზარდა თუ არა ჩიპების იმპორტი საქართველოში – მედიაში გავრცელებულ ცნობებს ფინანსთა მინისტრი პასუხობს

აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტმა რუსეთის მიერ ამერიკული წარმოების ჩიპების სანქციების გვერდის ავლით მიღების თაობაზე იმსჯელა. აღნიშნულ მოსმენაზე სენატის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, რუსულ სამხედრო შეიარაღებაში კვლავ გამოიყენება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების – AMD-ის, Intel-ის, Analog Devices-ის და Texas Instruments-ის ჩიპები, რომელთა მიწოდებაც სანქციებით აკრძალულია. ანგარიშის თანახმად (მონაცემები წარმოდგენილია 2021 და 2022 წლებისთვის ), რაოდენობრივად […]
„თუ გარიგება მოხდა, მაშინ მასში მონაწილეობს ყველა ის უწყება, რომლის გავლითაც შემოვიდა ონკომედიკამენტები“ – ანდრია ურუშაძე

„ძნელი დასაჯერებელია, როგორ აუარა გვერდი ასეთმა მედიკამენტებმა საბაჟო კონტროლს“ – ასე ეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ანდრია ურუშაძე ზურაბ აზარაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 60-მდე ონკოლოგი საეჭვო წარმოშობის მედიკამენტებს ნიშნავდა. როგორც ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, თუ სქემა, რომელზეც ზურაბ აზარაშვილი (ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი) საუბრობს, არსებობს, მაშინ მასში ჩართულია ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომლის გავლითაც მედიკამენტები […]