ავსტრალიამ და ASEAN-მა სამიტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავშეკავებისკენ მოწოდებით დაასრულეს

რეგიონში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე, ავსტრალიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ (ASEAN) ქალაქ მელბურნში გამართული სამდღიანი სამიტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავშეკავებისკენ მოწოდებით დაასრულეს. ავსტრალიამ ქალაქ მელბურნში ASEAN-თან ერთად გამართულ სამიტს ბლოკთან მისი კავშირების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად უმასპინძლა. სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში ქვეყნებმა ღაზის სექტორში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებაც გაავრცელეს. “ჩვენ ვცნობთ […]

ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელსაც მერის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ედემ კვარაცხელიას, რომელსაც ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას მიმართ ძალადობაში ედება ბრალი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის […]

პაატა მანჯგალაძე – არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს. მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, ის პოზიციას ჩამოაყალიბებს და არ გაიქცევა. „ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ეს საკითხი და […]

ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დაწყებაზე, ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლაზე ისაუბრეს. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა […]

მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენციის გაგრძელების წინაპირობები არის – დავით უტიაშვილი

საგარეო ფაქტორები ცვალებადია, მათ შორის შესაძლოა, რუსეთის გადაწყვეტილებამაც, ბენზინის ექსპორტის შესაძლო აკრძალვის კუთხით, იქონიოს რაღაც გავლენა, თუმცა ველოდებით, რომ ამის გავლენა იქნება მინიმალური და ზოგადად, ასეთი ტიპის საგარეო ცვლილებების მიმართ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ იცვლება ხოლმე, ეს არის ერთჯერადი ან დროებითი ფაქტორები ყოველთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განაცხადა. […]

საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაიზრდება – პაველ ჰერჩინსკი

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირებისა შეთანხმებას, ამას მოჰყვა ღრმა და ყოვლისმომცველი საყოველთაო ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ევროპული ბაზარი გაიხსნა ქართული კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ მეტად გაიზრდება. „მე მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, […]

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ სერვისის გასაუმჯობესებლად SMART CRM დანერგა

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ, ცნობილმა ქართულმა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, ციფრული საგანმანათლებლო ტრანსფორმაცია SMART CRM-ის სისტემის დანერგვით დაიწყო. თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ პროგრესული განვითარების მექანიზმი კი არა, ყოველდღიური აუცილებლობაა. ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ საგანმანათლებლო სერვისების გაუმჯობესების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება და კომუნიკაციის გაუმჯობესება. “სკოლის შემთხვევაში, ძირითადი მომხმარებელი არის მშობელი, შესაბამისად, კომუნიკაციების მენეჯმენტი მშობლებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა […]

ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება “NGO Georgia”, გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო

ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად “მასწავლებელი” იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, […]

ევროკავშირის ელჩი – იმედი მაქვს, რაც უფრო მიუახლოვდება საქართველო ევროკავშირის წევრობას, ბიზნესკლიმატი უფრო გაუმჯობესდება – საქართველოს წარმატებული ისტორია და ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რითაც ვამაყობთ

ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს. ამას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი მოჰყვა. ქართული კომპანიებისთვის ევროპული ბაზარი გაიხსნა. მესმის, რომ ეს ადვილი არ არის, რადგან არის გარკვეული […]

გიორგი ბადრიძე – რუსეთთან დაკავშირებული, რუსეთის მიერ ინსპირირებული ჯგუფები, საქართველოში სწორედ დემოკრატიას ებრძვიან იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნონ რუსეთის ბატონობას

რუსეთთან დაკავშირებული, რუსეთის მიერ ინსპირირებული ჯგუფები, საქართველოში სწორედ დემოკრატიას ებრძვიან იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნონ რუსეთის ბატონობას – დემოკრატიის დაცვა დღეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის დაცვაა,- ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის სამიზნე უპირველესად, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესებია. „კრემლის რეჟიმს დიდი ხანია, ნათლად აქვს დემონსტრირებული, რომ […]