ლევან დავითაშვილი – ჩვენ მოუთმენლად ველით ისლანდიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას მწვანე ენერგეტიკის, ინოვაციების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისლანდიის დელეგაციის წევრებს საქართველოს ზოგადი […]
გუბერნატორი – რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დღეს უკვე მეორედ დაარტყეს

რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დღეს უკვე მეორედ დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ავრცელებს. დღეს დილით, რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაილოვსკის სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დრონის გამოყენებით დაარტყეს. დრონით განხორციელებული შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კურსკის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცოტა ხნით ადრე, კურსკის […]
იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ცესკოს თემა პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა

ჩემი აზრით, ცესკოს თემა საქართველოს პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს. მისი თქმით, პრეზიდენტმა რამდენი ვეტო დაადო საარჩევნო კანონმდებლობას, არავინ იცის და რამდენი ვეტო […]
ბალაკი გარდაცვლილი შვილის ყოფილ მეგობარ გოგონასთან ერთად მალდივებზე ისვენებს, რომელიც ყოფილ ფეხბურთელზე 24 წლით უმცროსია

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი 23 წლის სოფია შნეიდერმანთან ერთად მალდივებზე ისვენებს. ამის შესახებ სპორტსმენის სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. წყვილის ურთიერთობაზე ჭორები ჯერ კიდევ 2 წლის წინ გავრცელდა, მაგრამ ეს ამბავი აქამდე არ დასტურდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შნეიდერმანი ბალაკის ვაჟის მეგობარი გოგონა იყო. 2021 წელს, 18 წლის ასაკში, ემილიო ბალაკი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პორტუგალიაში […]
,, დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ერთი საათი დგება და ყველა კითხვას პასუხს სცემს” – შალვა პაპუაშვილი

,, დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ერთი საათი დგება და ყველა კითხვას პასუხს სცემს” – შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არ უნდა არსებობდეს. „საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა უკვე, ჩემი აზრით, არასერიოზულია. ყველა ხედავს დღეს როგორი თავისუფლებაა მედიაში. დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც […]
დაკარგული 13 წლის მოზარდები იპოვეს

დაკარგული 13 წლის მოზარდები იპოვეს დედაქალში დაკარგული 13 წლის მოზარდები სამართალდამცველებმა იპოვეს – თბილისში სამძებრო ოპერაცია 5 მარტის საღამოს საათებიდან მიმდინარეობდა. ცოტნე გათენაშვილის და ნიკოლოზ ფარულავას კვალი 92-ე საჯარო სკოლიდან იკარგებოდა. მშობლები “პირველებთან” საუბრის დროს აცხადებდნენ, რომ სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირება გაკვეთილების დასრულების შემდეგ ვერ ხერხდებოდა. ბოლოს გუშინ სკოლაში რომ წავიდნენ, იმის მერე არ მინახავს. ლიკას […]
ზურაბიშვილს “ვეტოთი შემოქმედი” დავარქვით, დაგინებული აქვს, რომ მოსწონს თუ არა, ვეტო უნდა დაადოს – ირაკლი ზარქუა

“ოცნების” მორიგი იერიში სალომე ზურაბიშვილზე – უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს “ვეტოთი შემოქმედს” უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს ზურაბიშვილმა ვეტო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადო. ზარქუა ამბობს, რომ პრეზიდენტს ფუნქცია აქვს დაკარგული და მის მცდელობებს, შეუშალოს ხელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მმართველი გუნდი წარმატებით გადალახავს. ბუნებრივია, ჩვენ ველოდით, რომ […]
„მხოლოდ მე 2 მშენებარე სასტუმროს პროექტი შემიჩერდა… ინვესტორები დაფიქრდნენ“ – ინტერვიუ

საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ სასტუმრო ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადება გაგრძელდეს და დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები არ შეჩერდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. „მხოლოდ მე, თბილისში 2 მშენებარე სასტუმროს პროექტი შემიჩერდა… ინვესტორები დაფიქრდნენ, რა მიმართულებით გააგრძელონ განვითარება – ბინები გაყიდონ თუ კომერციული ფართები“, – განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, […]
საქართველოში კერძო სექტორის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა – EBA-ს გამგეობის თავმჯდომარე

ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდის შეფასებით, საქართველოში კერძო სექტორის უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური არასტაბილურობაა. ამის შესახებ მან მედიასთან ქართული საინვესტიციო გარემო შეფასებისას განაცხადა. “ჩვენ EU-ს ბიზნეს ანგარიში წარვადგინეთ, რომელშიც თითოეულმა ევროპულმა კომპანიამ ხაზი გაუსვა, რა არის მთავარი გამოწვევა კერძო სექტორში. არ დავმალავ, რომ უდიდესი პრობლემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობაა. ამას ყველგან შეხვდებით – […]
წიგნ „ცისფრის” გამომცემელი პრეზენტაციის გამართვაზე „აჭარა ჯგუფის” წინადადებას დათანხმდა

„შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი” (Creative Collective Spectrum-ი) დათანხმდა „აჭარა ჯგუფის” წინადადებას წიგნის პრეზენტაციისთვის მათი სივრცის გამოყენების შესახებ. გამომცემელმა ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 6 მარტს, 19:30 საათზე სახელოვნებო სივრცეში, „არტარეის” ტერიტორიაზე. როგორც Creative Collective Spectrum-ი აღნიშნავს, წიგნის შემოქმედებითი ჯგუფისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ღონისძიება დათქმულ დროს […]